ზაზა გაბუნია: 100 წლის წინ ჩვენ თვითმმართველობის რეფორმით ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ მოხსენებით მიმართა და რეგიონების და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დეცენტარლიზაციის პოლიტიკა არის მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ქალაქების და რეგიონების საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველ ადგილებად ქცევისთვის უკვე კარგად აპრობირებული და წარმატებული პოლიტიკა, რეფორმა და მოდელი პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებში. დეცენტრალიზაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლებიდან, რადგან სწორედ ცენტრის მხარდაჭერითაა შესაძლებელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიძინოს ის უფლებამოსილებები, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, თუმცა, ამავდროულად ყველას გვესმის, რომ განვითარება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების ახალი შესაძლებლობების გარეშე. თუ ქალაქებს არ ექნათ შესაძლებლობა განკარგონ ადგილობრივი ქონება და კაპიტალი და თუ მათ არ გადაეცათ საჭირო ფინანსები, არ იარსებებს თვითმმართელობის იდეაც. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება მუნიციპალიტეტები უზრუნველყოს მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობებით. ეს კონსტიტუციური წინაპირობები კი როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას გვავალდებულებს გადავდგათ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით,  საჭიროა მცირე/საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობების გაჩენა, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით  მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს მიაღწევს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მუნიციაპლიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს, სწორედ ამიტომ და ამისთვის საჭიროა არამხოლოდ უფლებამოსილებათა, არამედ ქონების დეცენტრალიზაციაც.

„დღეს მუნიციპალიტეტების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3.5%-ზეა, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიაში გაიწერა 7%-იანი ზღვარის მიღწევის ამოცანა, რაც მნიშვნელოვანია რადგან შემდგარ, დეცენტრალიზებულ, ევროპულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტები ხარჯავენ საჯარო ფინანსების 25-30%-ს, რადგან ჩვენი მიზანია არა უბრალოდ სერვისის მიმწოდებელი და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გამცემი მუნიციპალიტეტები, არამედ ეკონომიკური განვითარების პროცესში მონაწილე მუნიციპალიტეტები. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომლის მიღებიდან 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს, გვავალდებულებს, აღვადგინოთ გათანაბრების პოლიტიკა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილიდან შეიქმნას გათანაბრების ფონდი.

მუნიციპალიტეტისთვის ფინანსური რესურსების და ქონების გადაცემით, ანუ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებით ჩვენ გავაჩენთ შესაძლებლობას იმისა, რომ ქალაქებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იფიქროს არა მოკლევადიან და 1 წლიან დაგეგმვაზე, არამედ შეძლონ 3-4-5 წლიანი განვითარების გეგმების შედგენა. ამ საკითხების მხრივ სამუშაოები ჩასატარებელია და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ თანმიმდევრულად მივაღწევთ ევროპულ სტანდარტებს, რადგან ფინანსურად ძლიერი და ქონების მესაკუთრე მუნიციპალიტეტები იქნება ეკონომიკური განვითარების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების და ბიზნესის მთავარი დასაყრდენი.

ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით. 100 წლის წინ თვითმმართველობის კომპეტენცია იყო ადგილობრივი გადასახადის დაწესება-აკრეფვა; ადგილობრივი უძრავი ქონების და კაპიტალის მართვა; მიწის გადასახდის 30% თვითმმართველობებს რჩებოდათ და სხვა.ეს იყო დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მოდელი და ხალხთან ახლოს მყოფი მმართველობა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.


ამინდის პროგნოზი

15 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„ფოტოგრაფიის ღამე“ თბილისში მეათედ გაიმართა  

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის ფოტო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომლის ცენტრალური ღონისძიება „ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართა.

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა      

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს, ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. 

 
ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა

ზედიზედ ხუთი გამარჯვება ეროვნულ ლიგაში. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ბათუმის ,,დინამომ’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში, დოჭურიშვილების  ოჯახურ საწარმოს ,,მართა ბებოს დამბალხაჭო"  ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო.
 

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით ონლაინ-სესხები აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

არჩილ თალაკვაძე: მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი ქალია

"ქართული ოცნება” პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი".

ზუგდიდის მერია: შაბათი ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა და არა ინტელექტუალების

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციითა გავრცელებული.

არასამთავრობო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და დეპუტატები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს

სამ ფერეიდნელ ქართველს, რომელიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა, დღეს  თელავის ისტორიულ მუზეუმში უმასპინძლეს.

სალომე ზურაბიშვილი: ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ავტობანზე 20 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული

ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა დაიწვა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

 
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება.

ბაჩო ოდიშარია - POSTV - ქართული საზოგადოება შემოდგომის სეზონის მთავარ პოლოლიტიკურ კურიოზს შეესწრო, ასპარეზზე გამოჩნდა ახალი მოძრაობა, სახელწოდებით ,,ლელო“ გამოჩნდა

ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო"-ს წარდგენაზე საუბრობს.

 

გიორგი გახარია: ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან

იერუსალიმში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართველი, პოლონელი და ებრაელი მეცნიერები შეისწავლიან. გეგუთის სასახლის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე, დღეს მხარეებს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს: თბილისში, მოქალაქემ საკუთარი მანქანა სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით გადამალა და თქვა, რომ მოპარეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.