არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

უკრაინის ქალაქ კიევში ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელიც ევროკავშირისა და DCFTA ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა,ქართული კომპანიების წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 მინისტერიალში მონაწილე  საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 

ღონისძიების  ერთი სესია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კომპანიის წარმატებული მაგალითების განხილვას მიეძღვნა. საქართველოს მხრიდან სესიაში მონაწილეობდნენსაერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველოს (ICC Georgia) პირველი ვიცე-თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და კომპანია „Georgian Products“ - ის დამფუძნებელი დავითბარდაველიძე.

 

როგორც აღინიშნა, DCFTA - ის სამივე ქვეყანა წარმატებით ეხმარება საკუთარ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზრებზე პარტნიორების მოძიება და საკუთარი პროდუქციისექსპორტირება. ამავე დროს, არსებობს საერთო გამოწვევები, რომელთა გადაწყვეტაც გაამარტივებს B2B კავშირების დამყარებას, კომპანიებს გახდის უფრო კონკურენტუნარიანად დამისცემს მათ გაფართოებისა და ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

 

„ქართული კომპანიების გამოცდილება ამ მიმართულებით დადებითია. ჩვენ 2014 წლიდან ვართ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარე და სადღეისოდდაახლოებით 800 კომპანია გადის ევროკავშირის ბაზარზე - ბოლო პერიოდში ასეთი კომპანიების ზრდამ 35 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება და ამდენად,საინტერესო იყო მოგვესმინა პრაქტიკული დახმარება, თუ დამატებით რა სახის დახმარება შეიძლება გავუწიოთ ჩვენს კომპანიებს, რათა ისინი უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილიევროკავშირის ბაზარზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

საქართველოს დელეგაციისთვის ევროპული თამაშების მე-4 დღეც წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა 3 მედალი მოიპოვა.

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. ამის შესახებ "პირველს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს - პროტესტის მეხუთე დღე დასრულდა

მათი სამი მოთხოვნიდან ერთი შესრულებულია, დარჩენილი ორისთვის კი ისინი  რუსთაველის გამზირზე აქციებს კვლავ განაახლებენ. 

წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები

ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.

რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.