ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა

ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი ,- განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, როგორ უნდა დაიძლიოს საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და აქვს თუ არა მმართველ გუნდს კონტრსტრატეგია მის დასაძლევად, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში ობიექტურად არსებული ნიჰილიზმი ბუნებრივია, მმართველი გუნდის ბრალიცაა და ნიჰილისტურ განწყობებს ხელისუფლების მოქმედება, აქტიური მუშაობა უნდა დაუპირისპირდეს.

 „ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც თუნდაც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ობიექტურად იყო მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაშვებული. ამ ყველაფერმა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის, ჩვენს გულწრფელ და ერთგულ ამომრჩეველში ობიექტურად გამოიწვია განაწყენება და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები გამძაფრდა. ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. ახლა, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ; მოსახლეობას უბრალოდ, იმედები უნდა გავუმართლოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისმის სპეკულაციები, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს გაუკეთა ორგანიზება და თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მთაწმინდის ოლქში „ქართულ ოცნებას“ თავისი ძალებით მობილიზება რომ მოეხდინა, შედეგი სულ მცირე, ორჯერ მეტი იქნებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად,  ოპოზიციისა და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებია.

 


მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

გორის მერი: რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე და ზურგი შემაქციეს

„რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე რომ ეს არის უკანონობა რასაც ქართულ მიწაზე აკეთებენ, ზურგი შემაქციეს“,-ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.

გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები დაბრუნდნენ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.