ირაკლი კობახიძე: სასამართლო სისტემა რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ

სასამართლო სისტემა რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, თუმცა, რჩება გამოწვევები ,რომელსაც უნდა ვუპასუხოთ,- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, საჭიროა სწორად შერჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ამის გარანტია არის ის კანონი, რომელიც მიიღეს.

"რაც შეეხება სასამართლოს, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესი. დეკემბერში შემოვიდა სია, რომელიც წარადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. იყო კრიტიკა ამასთან დაკავშირებით, გარკვეული სუბიექტების მხრიდან. ესენი იყვნენ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენ მაშინვე გავყევით მოთხოვნას, რომელიც იყო დაყენებული საზოგადოების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან და ვთქვით, რომ შეჩერდებოდა ამ საკითხის განხილვა. ჯერ მომზადდებოდა კანონპროექტი, სადაც გაიწერებოდა პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ მივიღებდით ახალ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან და ამის შემდეგ შეუდგებოდა პარლამენტი ამ სიის განხილვას. ეს იყო დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, დაახლოებით, 4 თვე მოვანდომეთ შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებას, ჩართული იყვნენ სხვადასხვა სუბიექტები ამ პროცესში, მათ შორის, ვენეციის კომისია, მათ შორის, ჩვენ მივიღეთ ოდირის რეკომენდაცია ომბუდსმენის ძალისხმევით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა სუბიექტები და საბოლოო ჯამში, ჩვენ, რეალურად, მივიღეთ ისეთი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ჯერ შერჩევას და შემდეგ უკვე არჩევას პარლამენტის მიერ. ეს არის მთავარი შედეგი. თუ თქვენ აიღებთ ამ პროცედურას და შეადარებთ ნებისმიერ ევროკავშირის ქვეყანას, არაერთხელ დავსვი მე ეს შეკითხვა და ამაზე პასუხი არ მიმიღია. შეგიძლიათ, აიღოთ ნებისმიერი ქვეყანა, ევროკავშირის წევრი და ნახავთ, რომ ათჯერ ამაზე ნაკლები პროცედურაც კი არ არის დადგენილი. რაც შეეხება დეპუტატების გასვლას, ამას ჰქონდა, რეალურად, სხვა მიზეზი. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ დეკემბერში ჩვენ 1 კვირის თავზე, კრიტიკიდან, უკვე გამოვაცხადეთ, რომ მომზადდებოდა კანონპროექტი, ამის შემდეგ შეჩერდებოდა სიის განხილვა, ამის შემდეგ მივიღებდით სიას და შემდეგ დაიწყებოდა ეს პროცესი. ამ ყველაფერს მოვანდომეთ ჩვენ, პრაქტიკულად, ერთი წელიწადი - დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ყველაზე ადრე, ივლისში არის შესაძლებელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. ანუ, მთლიანობაში, რვა თვე მოვანდომეთ ჩვენ ამ ყველაფერს, მაშინ, როდესაც შეგვეძლო, ყურადღება არ მიგვექცია კრიტიკისთვის და 1 კვირაში აგვერჩია ათივე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ. აქედან გამომდინარე, ცალსახად, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ დეპუტატებისთვის სასამართლოს საკითხი იყო გასვლის საბაბი და რეალურად, ეს არ იყო საფუძველი. რა იყო მიზეზები, ეს მე ძალიან კარგად ვიცი, უბრალოდ, არ მინდა ამ სამზარეულოს გარეთ გამოტანა. ნაწილობრივ ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიზეზებზე, თუმცა, სრულად არ გაგვიშლია ეს თემა. იყო გარკვეული მერკანტილური ინტერესები და ზუსტად ამ მერკანტილური ინტერესების შედეგი იყო რამდენიმე დეპუტატის გასვლა. ამ თემის გამძაფრება და გაღრმავება ამ ეტაპზე არ ივარგებს, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მინდა ამ ყველაფრის დეტალებში გაშლა. ნაწილობრივ ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი ამ მიზეზებზე, თუმცა, დამატებით ამის გაღრმავება არ მინდა. მთავარი არის, რეალურად, ის, რომ შედეგი უნდა დადგეს. შედეგი უკვე არის დამდგარი მართლმსაჯულების სფეროში იმ კუთხით, რომ არის ფუნდამენტურად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სტატისტიკა, მათ შორის, რეიტინგები, რაც არის დაკავშირებული სასამართლოსთან, გახსოვთ, რომ იყო ზურაბ ადეიშვილის სრული კონტროლის ქვეშ სასამართლო სისტემა და ამის შედეგი იყო ის, რომ მთლიანად იყო ჩართული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაში სასამართლო სისტემა, რეკეტში, ბიზნესმენების და სხვა ადამიანების რეკეტში იყო მთლიანად ჩართული ეს სისტემა და ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, თუმცა, რჩება გამოწვევები და იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ გამოწვევებს, საჭიროა სწორად შერჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ამის გარანტია არის ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ახლა სრულდება უკვე მუშაობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსესუსით, ამ ფორმატში არის ჩართული სხვადასხვა მხარე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, ხელისუფლების სამივე შტო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ მეოთხე ტალღის დასრულებას სრული თანხმობით ამ ფორმატში. სამი კვირის თავზე დასრულდება საბუთების მიღება, ამის შემდეგ განხორციელდება უკვე ფორმალური კონტროლი შემოსული განაცხადების და ამის შემდეგ გამოქვეყნდება მთლიანი სია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შესაძლებლობა არსებობს კანდიდატების და ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს. ერთერთი მთავარი მიღწევა იმ კანონის, რომელიც არის ჩვენს მიერ მიღებული, გახლავთ ის, რომ ყველა ეტაპზე საზოგადოებას აქვს დაკვირვების საშუალება, შეგვიძლია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორი კანდიდატები არიან, რომელი კანდიდატები არიან შემოსული და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე. ჯერ მოხდება სიის გადარჩევა, შედგება ე.წ. გრძელი სია, სადაც, დაახლოებით, 45 კანდიდატი მოხვდება, ამის შემდეგ, მოხდება ამ სიის დაყვანა 18 კანდიდატამდე. ეს პროცედურა ჩაივლის მთლიანად საზოგადოების დაკვირვების ქვეშ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველა ერთად, საზოგადოება, შევძლებთ უზენაეს სასამართლოში ისეთი კანდიდატების განწესებას, რომლებიც მთლიანად იქნებიან შესაბამისობაში კვალიფიკაციის, კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებთან,- " განაცხადა კობახიძემ. 


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.