თბილისში პარკებისა და ბაღების გამწვანება-რეაბილიტაცია დაიწყო

 ამ დრომდე, ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე. დედაქალაქის მასშტაბით, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი; 

  ამ დრომდე, რულონური ბალახი დაიგო 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, წყნეთის გზატკეცილზე, ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, კოსტავა-შარტავას ქუჩების მიმდებარედ არსებულ თარგებში და 9 აპრილის ბაღში;


  4000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდა მულჩირება და დაგეგმილია კიდევ 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე;  დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო. დაირგო იტალიური ფიჭვები და უნაყოფო თუთა. გარდა ამისა, გმირთა მოედანზე, ესტაკადასთან არსებულ დეკორატიულ ქოთნებში სურო დაირგო, ამ ეტაპისთვის, 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება გზაგამყოფი კუნძულების დემონტაჟი და მათი გამწვანებით ჩანაცვლება; 


    დაიწყო და მიმდინარეობს გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის დამონტაჟება. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, სააკაძის მოედანზე მდებარე თარგში, აგლაძის ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს კვეთაზე არსებულ თარგში, დუმბაძის ქუჩაზე, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე თარგში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ თარგში. სარწყავი სისტემის დამონტაჟება მიმდინარე წელს გაგრძელდება;


  დასრულდა გოძიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა;  მიმდინარეობს გლდანის პარკის რეაბილიტაცია;


  რეაბილიტაცია უტარდება მრგვალ ბაღს;  დაიწყო ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაობი. პარკის ტერიტორია 71313 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მიმდინარეობს წყნეთის ფერდის აღდგენა;  ხორციელდება კუს ტბის ფერდობის აღდგენის სამუშაოები, სადაც ჯამში 7600 მწვანე ნარგავი დაირგვება; დაიწყო კახეთის გზატკეცილის ორივე შუა გამყოფი ზოლისა და აეროპორტის მიმდებარედ, ,,ადამიანისა და მზის'' მონუმენტთან არსებული თარგების მოწყობა;გამწვანების ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის შესყიდვა (ჯამში 9000-მდე ხე და 2636 ბუჩქი); 


   ფიტოსანიტარული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს წამლობა და ახალი მეთოდის დანერგვა, მავნებლის მართვის გეგმის შემუშავება, რომლის გამოყენება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი; 2019 წლის ბოლომდე სულ 120 000 ხის წამლობაა გათვალისწინებული; 


ამ ეტაპისთვის, შეთანხმებულია 350 დენდროგოლიური პროექტი, რაც ნიშნავს 350 ახალი მწვანე სივრცის გაჩენას ქალაქში.


უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7871 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.07 თეთრი შეადგინა.
 
 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაზე ინფორმაცია მცდარია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

ფოცხოში მოსწავლეების მიერ გამოგონილი მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო დაამონტაჟეს

სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში, ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.  

ვასაძე პოლიციელებს მიმართავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ვერის პარკში მორიგი განცხადება გააკეთა.

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი 2005 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ყოველთვიურ ჭრილში 2019 წლის მაისში მან 38.4% შეადგინა“, - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

ექსპერტი: სავაჭრო ბრუნვის დეფიციტი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

ეკომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აფასებს და ექსპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას უსვამს ხაზს.

კაიროში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

"მამაოსგან კურთხევა არ მაქვს, ინტერვიუ მოგცეთ" - დაპირისპირება ვერის ბაღში (ვიდეო)

ლევან ვასაძის თანამოაზრე გურამ ფალავანდიშვილმა "რუსთავი2-"ის ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა. მისივე თქმით, "რუსთავი2-თან" კომუნიკაციაზე მამაოსგან კურთხევა არ ჰქონდა.

გურამ ფალავანდიშვილი : ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე პრაიდს არ ჩავატარებინებთ (ვიდეო)

ვერის ბაღში სახალხო ერთობის წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გამოსვლის უფლებას არ მისცემენ.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკის ადვოკატის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ვასაძე კავკასიელ ხალხებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კავკასიელ ხალხებს ლგბტ თემთან ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ნინო ბოლქვაძე: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოსური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მდინარაძე: ჩხუბსა და ორომტრიალში შესვლა არეულობას იწვევს და არასწორი საქციელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა არათუ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი იქნება.

საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR-გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.

ეკონომიკის ექსპერტები ექსპორტის ზრდას პოზიტიურად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა

 კაპადოკიაში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ექსპორტმა 2019 წლის მაისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა ექსპორტის დაჩქარებული განვითარებისთვის.

ქართული ღვინის კომპანია ევროკავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა.