არჩილ თალაკვაძე: შს მინისტრმა არ დაუშვა არეულობა, რომელიც მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ახალ ამპლუაში პირველი სიტყვა წარმოსთქვა.

თალაკვაძის განხცადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა არეულობა, რომელიც მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს და ქვეყანაში პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესმენებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მშობლებს, ახალგაზრდებს და ხანდაზმულ პენსიონერებს - ძვირფასო თანამოქალაქეებო, წესრიგი და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში იქნება განუხრელად დაცული. არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი სცენარით რაიმე ცვლილებებს მიაღწიოს ამ ქვეყანაში. ცვლილებები და გადაწყვეტილებების მიღება ქვეყანაში ხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მომავალშიც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით.

მე ასევე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტთან ერთად ჩვენი პოლიციელების ქმედებებს. რას ვხედავდით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში? პოლიციელები მოქალაქეებს აწვდიდნენ წყალს. პოლიციელები ხშირ შემთხვევაში ითმენდნენ ფიზიკურ ძალადობას. მათზე მიდიოდა შეტევა, მაგრამ პოლიციელები ბოლომდე დარჩნენ მოქალაქეების წესრიგის და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა თავისი კანონისმიერი მოვალეობა და არ დაუშვა ერთის მხრივ, არეულობა, რომელსაც შეეძლო და აუცილებლად მოიტანდა გაცილებით საზიანო შედეგებს და მეორეს მხრივ არ დაუშვა ის, რომ ქვეყანაში პროცესები ძალადობრივი სცენარით განვითარებულიყო. სამწუხაროდ, ამაში ფასი, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო, ისევ ჩვენმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა და მათ შორის პოლიციელებმაც გადაიხადეს, რომლებიც დაშავდნენ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენ არავისზე არ ვაპირებთ ამ პასუხისმგებლობის გადაცემას და არავის არ ვთხოვთ ჩვენს ნაცვლად პასუხისმგებლობას. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გავაკეთეთ რეაგირება, მაგრამ იცოდეთ, ამ რეაგირების ფარგლებში, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი აგონ იმ ადამიანებმაც, ვინც ამ არეულობის წამქეზებლები და ორგანიზატორები იყვნენ. მე ამაში მაქვს თითოეული პარლამენტარის მხარდაჭერის იმედი.

რეალურად იყო შეტევა პოლიციელებზე და ის რაც მოხდა შემდეგ იყო პასუხი ამ ორსაათიან ძალადობრივ შეტევაზე, რომელიც მაღალი ალბათობით, კონკრეტულმა ერთმა ჯგუფმა დააორგანიზა. მე მინდა ორი სიტყვით შევეხო ასევე ჩვენი ქვეყნის მომავალს - საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მსხვერპლი. ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. საქართველო გააგრძელებს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობით, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ნატოში გაწევრიანების გეგმით მოძრაობას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, დემოკრატიის და უსაფრთხოების კონსოლიდაციას. რამდენიც არ უნდა ეცადონ უპასუხისმგებლო ძალები, რომ ამას რაიმე საფრთხე დაემუქროს, ხელისუფლება და საზოგადოებას არ დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას.

ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე: მივიღებთ კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ, დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხება ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს, დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისკენ. ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შევძლოთ“.- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.