ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ევროპის ცნობილ ღვინის საწარმოებში გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.

ღონისძიება „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის“ ინიციატივითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა. სტუდენტებსა და სტუმრებს იტალიიდან ვიდეოჩართვით მიესალმა Inter Vitis-ის პროექტის მენეჯერი პანკე ემანუელა. სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ და „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქობლიანიძემ.

 

გამოსვლისას თამარ ქობლიანიძემ აღნიშნა, რომ Inter Vitis-ი ევროპაში ერთ-ერთი კონტროლირებადი გზაა, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროკომისიამ კი 2009 წელს აღიარა. მისი თქმით, Inter Vitis-ი კულტურული გზაა, რომელიც ევროპაში ხელს უწყობს ღვინის, ყურძნის, ღვინოპროდუქციისა და ღვინის ისტორიის, როგორც კულტურული ფასეულობების განვითარებას, საქართველო კი Inter Vitis-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

 

 „ეს პირველი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. კონფერენცია ეხება მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემებსა და თანამედროვე ტენდენციებს ღვინის კულტურისა და ეთნოგრაფიის, ღვინის ბიზნესისა და მარკეტინგის, ასევე, ღვინის ტურიზმის შესახებ. კონფერენცია წარმომადგენლობითია, რამდენადაც აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით“, - აღნიშნა თამარ ქობლიანიძემ.

 

როგორც ვიდეოჩართვისას პანკე ემანუელამ განაცხადა, Inter Vitis-ის წარმომადგენლები საქართველოში პირველი ვიზიტით 2009 წელს იმყოფებოდნენ. პროექტის მენეჯერის თქმით,  მათი პირველი პარტნიორობა საქართველოს კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან სწორედ მაშინ შედგა, თუმცა, თანამშრომლობა არ გაგრძელებულა.  

 

„ჩვენ განვაახლეთ თანამშრომლობა „ღვინის გზის ასოციაციასთან“, გასული წლიდან კი პროფესორ თამარ ქობლიანიძესთან აქტიური ურთიერთობა გვაკავშირებს. მადლობას მინდა გადავუხადო მას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კონფერენციის მოწყობისათვის, რამაც საშუალება მოგვცა, საქართველოში დავბრუნდეთ“, - განაცხადა პანკე ემანუელამ.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ზურაბ გასიტაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო კონფერენციამ სტუდენტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დასახელება ზუსტად განსაზღვრავს საქართველოსთვის იმ დარგის მნიშვნელობას, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობა ჰქვია.

 

„ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ღვინის სამშობლო - ასე ამბობენ საქართველოზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი გააშინაურა. მრავალი დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მსოფლიო ენებში სიტყვა „ღვინო“ ქართული სიტყვისგან გავრცელდა. ღვინის ჭურჭელი - ქვევრი და ქვევრში ღვინის შენახვა -  მიეკუთვნება ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას, რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩენილია. ქვევრის დამნუშავება და მნიშვნელობა ქართველ მეღვინეობაში უდიდეს ადგილს იკავებს და მისი წარმოშობა შორეულ წარსულში იწყება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი 8000 წელს ითვლის, ღვინის დაყენების ამ უძველეს მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

 

როგორც სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანია, მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და ამ დარგის აღორძინებას ქვეყნის ისეთ ადგილებში, სადაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიული წარსული და არასახარბიელო დღევანდელობაა.

 

„უნდა ვიზრუნოთ ქართული ვაზის გენოფონდის გადარჩენაზე, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით უნიკალური ქართული ღვინოების დამზადების მეთოდოლოგიის შენარჩუნება-პოპულარიზაციაზე. მნიშვნელოვანია, უცხოური გამოცდილების საფუძველზე წავახალისოთ მევენახეობა-მეღვინეობის ბაზრის შესწავლა, გამოვიყენოთ მოწინავე კონცეფციები და  მარკეტინგის კომპონენტი. რაც მთავარია, კონფერენცია ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარების ჩამოყალიბებას, რითაც უზრუნველყოფთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების უკეთეს პერსპექტივას“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ქვარცხავას ინფორმაციით, კონფერენცია მრავალმხრივ საინტერესოა სტუდენტებისთვის.  

 

„პირველ რიგში, ეს ღონისძიება საინტერესოა სტუდენტებისათვის, რადგან დღევანდელი წარმატებული ახალგაზრდები, Inter Vitis-ის პროექტის მენეჯერის პანკე ემანუელას ხელშეწყობით და ჩვენი პარტნიორების დაფინანსებით, ევროპის ღვინის კერებსა და ცნობილ საწარმოებში სტაჟირებით გაემგზავრებიან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ კონფერენციის ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც უთუოდ დიდი რეზონანსი მოჰყვება“.


ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.

ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა დროებით შეჩერდება 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საგზაო პროექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“  ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალა. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

მეუფე გრიგოლი: პატრიარქი საქართველოს მწყემსია და მის მიმართ ბრძოლა გაძლიერებულია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უკვე ათეული წელია, როგორც "საქართველოს მწყემსს", ებრძვიან.

პრეზიდენტი: ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მეუფე ნიკოლოზი: 42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან - ფიზიკური თავდასხმები იყო მასზე

„42 წელი კი არა, ბევრად მეტია, რაც პატრიარქს ებრძვიან. სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანების ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

არჩილ თალაკვაძე: მაგიდის აყირავება ოპოზიციის პოპულისტური ტერმინია, რეალურად მაგიდა თავის ადგილას დგას

„მაგიდის აყირავება პოპულისტური ტერმინია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს. სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს და ევროკავშირის საელჩო დიალოგს მხარს უჭერს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დესტრუქციულ პოზიციაზეა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების საკითხზე განუცხადა.

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. 

 "გამოვყოთ თბილისში ადგილი, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის" - პრეზიდენტის ინიციატივა 

პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.

პრემიერი კორონავირუსზე: რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ 

"ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.