ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტში კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

მანამდე, პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. შემდეგ კი აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი პარლამენტის ბიურომაც დაუჭირა.


იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. 


აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა.


საქმე ეხება 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს, რა დროს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტანკება მოხდა. ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემსდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.


25 ივნისს კი, მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ"გენერალური პროკურატურა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.


აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.


კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ".
 


პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" განახლებული ფორმატით მიმდინარეობს. 

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო ქუთაისშია

ლეგენდარულმა ფეხბურთელი, ბრაზილელი რივალდო  adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ხვალ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება

ხვალ, 23 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.

საბაჟო გამშვები ფუნქტებიდან არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

18-22 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

სოხუმში ევკალიპტს ახალი მავნებელი ჰყავს

აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოხუმში ევკალიპტის ახალი მავნებელია გავრცელებული. 

სოზარ სუბარი "რუსთავი 2"-ის საქმეზე: ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი

სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა რომ ყაჩაღობა სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი -ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი : სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე ყველა პროცედურის დაცვით

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.

ბექა ნაცვლიშვილი მიმართვას ავრცელებს

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ახალ კამპანიას იწყებს.  

გამარჯვება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის

როდესაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი მორიგმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, გაჩნდა კითხვა: შეიცვლებოდა თუ არა რაიმე პროტესტის შემდეგ?

ვალუტის კურსი

22 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8831 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8845 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.
 

დავით უსუფაშვილი ოქრუაშვილთან შეთანხმებას უარყოფს

უსუფაშვილი ოქრუაშვილთან შეთანხმებას უარყოფს და ამბობს, რომ მან ივანიშვილს, უბრალოდ, გადასცა ის შეთავაზება, რაც მასთან ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა.

ქვემო სამგორში რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ქვემო სამგორში მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

ახალქალაქის ყოფილი გამგებელი გუბერნატორმა მრჩევლად დანიშნა

პოსტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ედუარდ აგასარიანმა ჩაიბარა.

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან ერთად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე წარადგინა. 

ვაკა გორგილაძე: ქიბარ ხალვაშის განცხადება სარედაქციო პოლიტიკის შესახებ აბსოლუტურად ადეკვატურია

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა ვიღაცის ახირებების შესრულებას არ გულისხმობს, ადეკვატურსა და რელევანტურს უწოდებს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე.

ამირან სალუქვაძე: თუ „რუსთავი 2“-ს აქვს სურვილი, რომ იყოს დამოუკიდებელი და დაბალანსებული, მაშინ ეს სურვილი ახლაა რეალიზებადი“

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას აფასებს.

ვლადიმერ ბოჟაძე: ქიბარ ხალვაშმა უნდა დაიცვას „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის„ გავლენებისგან და არხის დამოუკიდებლობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე  სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და „რუსთავი 2“-ის რეაქციაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

შსს-მ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავა.

ლევან ნიკოლეიშვილი: „რუსთავი 2“-მა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ტელევიზია კი არა, პარტიული პროპაგანდისტული მანქანა იყო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე „რუსთავი 2“-ის რეაქციას ეხმაურება.

შეინარჩუნე წონასწორობა - დააზღვიე სესხი

სესხის დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს, როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თიბისი დაზღვევა, 6 თვის განმავლობაში, შენს ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას.