გიორგი გახარია -" პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს იმისთვის, რომ ამახალგაზრდებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში და არა ქაოსში“

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციების შესახებაც ისაუბრა.

 

„პირველ რიგში ყველამ, ახალგაზრდებმა, პირველ რიგში იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს იმ აქციაზე, არა აქვს მნიშვნელობა რას ითხოვენ,უნდა გავითვალისწინოთ და გავითვითცნობიეროთ ერთი რამ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებს ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არა აქვს მნიშვნელობა შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი.როდესაც შენ თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო დასაზოგადოებრივი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თითოეულ ამახალგაზრდას თუნდაც დღეს აქ სტუდიაში, რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას, მათ წარმომადგენლებს და ვისაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა.


მაგრამერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავდააქამდე, როგორც ზრუნავს დღეს, ასევე იზრუნებს ხვალაც, მაგრამ როგორც კი, არა აქვს მნიშვნელობა რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის ანპოლიციაზე შეტევის, ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო,სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, იმისთვის რომ ამ ახალგაზრდებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში და არა ქაოსში და გაიზარდონ დათავისი მომავალი დაუკავშირონ იმ ქვეყანას, სადაც კანონი და სამართალი არის უზენაესი და არა ძალადობა და პოლიტიკური წეს-წყობილების შეცვლა ფიზიკურიშეტევებით პარლამენტზე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს და ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უფრო, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება,მმართველი ძალა იქნება, ვინც უფრო მიემხრობა რადიკალიზაციას, ვინც გაზრდის რადიკალიზაციის ტემპერატურას, ამომრჩეველი მას დასჯის. დარწმუნებული ვარამაში და ამას არჩევნები აჩვენებს.


როგორ ფიქრობთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ პირდაპირ, რომ არიან ორგანიზატორები ამ აქციის, რომელიც გადაიზარდა ძალადობრივში,როდესაც მოხდა ის მძიმე შედეგები, რაც მოხდა, არც ერთი მათგანი რომ არ გამოსულა, არ უნდა გამოსულიყვნენ და არ უნდა დაეგმოთ ძალადობა და ეს არ არისპასუხისმგებლობა პოლიტიკოსების, პარლამენტარების, იმ ადამიანების, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები ამ აქციის და შემდგომ უცებგაქრნენ სადღაც, როგორ ფიქრობთ, თუ ჩვენ დემოკრატიულ სტანდარტს ვამყარებთ, უნდა დაგმოს თუ არა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა ის შტურმი დათავდასხმა პოლიციაზე და ინსტიტუტზე, რომელიც მოხდა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე? შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, რომ ეს არის ჩვენი საერთოპასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე და ყველამ ყველაფერი კი არ გადავაბრალოთ სხვას, ჩვენი კომპეტენციის და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებშივთქვათ, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომელზეც მე ვაგებ პასუხს. ეს არის ის პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გვაკლია.


რასაც არ უნდა ვთვლიდეთ და როგორიც არ უნდა იყოს თითოეული ჩვენი, პოლიტიკოსის სუბიექტური აზრი, თითოეული ახალგაზრდა ამ ქვეყნისთვის არისრესურსი, რომელ კოლონასაც არ უნდა წარმოადგენდეს. ხელისუფლებას, მმართველს განსაკუთრებით, აქვს ვალდებულება მას ესაუბროს და ჩართული იყოს ამქვეყნის ყოველდღიურ სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ გვაქვს პროპორციული ნულოვანი ბარიერი და ამიტომ ექნება ამ ახალგაზრდებს საშუალება,რასაც და ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას დღეს ამოცანა გახლავთპოზიტიური სტაბილურობა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ყველა პასუხისმგებელ აქტორს დღეს უნდა გააზრებული ჰქონდეს, რომ მთავარია სიმშვიდე,სიწყნარე და მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, ის კატასტროფა, რაც დღეს ჩვენს ეკონომიკაში ხდება ყველაფერი იმის გამო, რაც ბოლო 1 თვისგანმავლობაში ხდება, ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ და წყნარად, მშვიდად შეძლებისდაგვარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ღია,დემოკრატიულ გარემოში გააკეთონ არჩევანი პროპორციული ნულოვანი ბარიერით და ვნახოთ, რას მივიღებთ პარლამენტში.“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.


თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

KfW საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ჟინვალში 15 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.

საფრანგეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას განამტკიცებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა - პროდუქციის რეალიზაცია იტალიაში იგეგმება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა.

მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად
ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003
წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე.

 
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.