საქართველოში ნატოს ქვეყნების მონაწილეობით მეტი როტაციული წვრთნა ჩავატარდება

ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა.

ამის შესახბე მინისტრმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა.


მინისტრმა ყურადღება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებზეც ისაუბრა.


"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულეთ ამბიციური რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩარჩო ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული და ახლა შემდეგი სამწლიანი თანამშრომლობის ციკლისთვის ვემზადებით, რაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახლა ტერიტორიული თავდაცვისთვის ვემზადებით, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებასა და შესაბამისად, პროვოკაციების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.


"სწორედ ამ მიზნით, სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დავიწყეთ, რომელიც თავდაცვითი ამოცანებისთვის ბატალიონების მომზადებასა და მათი ნატოს სტანდარტებით აღჭურვას ითვალისწინებს. ჩვენ გვინდა შევქმნათ მყარი ფუნდამენტი, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ თანამშრომლობა აშშ-სთან", - განაცხადა ლევან იზორიამ.


ლევან იზორიამ აშშ-სთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდამხარ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ქართული კონტინგენტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.


თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სწავლებების გაზრდილი მასშტაბის მნიშვნელობაზე, რომელიც შეკავების პოლიტიკის ნაწილია.


„ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი როტაციული წვრთნა ჩავატაროთ საქართველოში ნატოს სხვა ქვეყნების მონაწილეობით, რაც ნიშნავს, რომ მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი საქართველოში უკავშირდება მეტ უსაფრთხოებას",-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.


დავით მათიკაშვილი: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში მის პერსონაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული მრგვალი ბაღი გახსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.