ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოპულარული გზამკვლევი ევროპის ღვინის მიმართულებების შესახებ ამზადებს გზამკვლევს და მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.


ბენჯამინ კემპერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.   ის ერთერთია იმ 200 ბლოგერსა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა მიერ მომზადებულ სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.


შეხვედრაზე „Lonely Planet“ - ის ავტორმა დეტალურად ისაუბრა თავისი სტუმრობის შესახებ კახეთის რეგიონის ღვინის საწარმოებსა  და წვრილ საოჯახო მარნებში, რომელთა შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდება და მას ამერიკელი და ინგლისურენოვანი აუდიტორია წაიკითხავს. “ჩემი საბოლოო მიზანი ამერიკელი და ინგლისურენოვანი მკითხველის საქართველოში, ღვინის ქვეყანაში ჩამოყვანაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით, უგემრიელესი საკვებით და ღვინოებით, რომლებიც ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვინოებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ბენჯამინ კემპერმა.  


შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 200 ჟურნალისტისა და ბლოგერის სტუმრობა და აღნიშნა, რომ ისინი ობიექტურად  აღწერენ საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ, არსებულ ვითარებას და პირველ რიგში იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.


ივლისის თვის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი) აგრეთვე კორეის რეპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.


 


 


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.