ენგურჰესზე რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე მასშტაბური რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მოსამზადებელი და განხორციელების პერიოდი 2018 – 2021 წლებს მოიცავს.

რას ითვალისწინებს რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა? რა გაკეთდა რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის დაწყებამდე? რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკისთვის ენგურჰესის გამართულ მუშაობას?


რას წარმოადგენს ენგურჰესი?


ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მისი დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად, შპს „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს სახელმწიფოა.


ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. ამჟამად სადგური მუშაობს საიმედოდ, გამართულად და მისი წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ს აჭარბებს. თავისი არსებობის 40 წლის მანძილზე ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  მიენიჭა.



რას ითვალისწინებს ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა?


საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საკრედიტო ხელშეკრულება 2018 წლის 5 იანვარს გააფორმა. შეთანხმება ენგურჰესზე საბოლოო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.


ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო-სარეაბილიტაციო და მონიტორინგის სამუშაოები, რომლებიც ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციასა და გვირაბის ფილტრაციის გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს. დაგეგმილია სადაწნეო გვირაბთან მისასვლელი შტოლნების რეაბილიტაცია, გალის წყალსაცავის კაშხლის (ვარდნილჰესი) უქმი წყალსაშვის დახრილ მონაკვეთზე დაზიანებული უბნებისა და კედლების შეკეთება, წყალგამყვანი არხის საწყისი მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოსახვა და ბურღვა-ცემენტაცია. ამავე სამუშაოების ფარგლებში ვარდნილჰესი I-ის ქვედა ბიეფში გამყვანი არხის მარჯვენა ნაპირზე დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები და ხოკოს მეწყრის (ენგურის რეზერვუარის მარცხენა ფერდზე) მონიტორინგი განხორციელდება.


ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია ჰიდრომექანიკური სამუშაოები, რომლებიც სატურბინე მილსადენების რემონტს,  წყალმიმღების დისკური საკეტების ბაიპასისა და კაშხლის სიღრმული წყალსაშვების ფარების შემჭიდროების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. დაგეგმილია ვარდნილჰესი II-ზე უქმი წყალსაშვის ფარებისა და ამწე მექანიზმის მოწოდება-მონტაჟი, მდინარე ენგურის ბუნებრივი კალაპოტიდან ვარდნილჰესი I-ის წყალსაცავში წყლის გადასაგდები დამბისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებული ელექტრომექანიკური სამუშაოები კი ენგურის გამანაწილებელი ქვესადგურის მოწყობილობების ნაწილობრივ განახლებასა და ენგურის კაშხლის ელექტრომომარაგების სისტემის მთლიან შეცვლას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის წყალსაცავში კაშხლის მახლობელი ზონების დანალექი მასებისგან გაწმენდა.


რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი ბეტონის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობასა (აფხაზეთის გამშვები პუნქტიდან ენგურჰესამდე) და გვირაბისკენ მიმავალ გზაზე დამეწყრილი უბნების აღდგენა-გამაგრებასაც მოიცავს. პროექტის ცალკე კომპონენტს წარმოადგენს მდინარე ენგურის წყალშემკრები აუზის მეტეოროლოგიური მონიტორინგისა და მონაცემთა დამუშავების სისტემის შემუშავება, მეტეოროლოგიური სადგურისა და შესაბამისი აპარატურის მონტაჟი.


რა გაკეთდა ენგურჰესის რეაბილიტაციის პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე?


ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბებისა თუ პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 1997 წელს ენგურის კასკადის ნაგებობების შესწავლა-ანალიზი დაიწყო. 1998-1999 წლებში კი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი შემუშავდა. გეგმის მიხედვით, სადგურის 3-თვიანი გაჩერების დროს ენგურის კაშხლის სარეაბილიტაციო და სადაწნეო გვირაბის სასწრაფო-გადაუდებელი გაუსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ყველა აგრეგატს (#1, #2, #3, #4 და #5)  ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ენგურჰესმა თავის  საპროექტო სიმძლავრეს - 1300 მგვტ-ს მიაღწია.



ენგურჰესის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე ენგურის კაშხლის ახალი მისაყრდნობი ფარი დამზადდა და დამონტაჟდა. ამავდროულად ვარდნილჰესი I-ზე ელექტრომექანიკური სარეაბილიტაციო და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ჩატარდა ვარდნილის კაშხლის, წყალსაშვი კონსტრუქციებისა და მთავარი გამყვანი არხის რეაბილიტაცია/სამშენებლო სამუშაოები.


რა მნიშვნელობა აქვს ენგურჰესის გამართულ მუშაობას?



ენგურჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იფუნქციონირებს და თუ იფუნქციონირებს, ეს უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ენგურჰესი თავის მხრივ უნიკალური ნაგებობაა, რადგან ამ მასშტაბის ელექტროსადგური საქართველოში ვეღარ აშენდება. ამის მიზეზი კი, სულ ცოტა, შესაბამისი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების არ არსებობაა.


ენგურჰესს უდიდესი ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთსულოვნად თანამშრომლობენ, რადგან სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის მნიშვნელობა ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ბაზისია. სწორედ მის ურყეობასა და სრულ სამუშაო რეჟიმში მოყვანაზეა დაფუძნებული ქვეყნის ენერგოსიტემის გამართული მუშაობა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი.


"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.

ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.