,,არ ვაპირებ შევეხო ,,რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2" -ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.

,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და  დაადასტურა, რომ  2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს.


დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.


აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება.


ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.


ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!


არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.


იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და  პოპულარული არხი.


ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით.  მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.


მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!


ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!


ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.


ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.


"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.

ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.