დავით მათიკაშვილი: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში მის პერსონაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ.


ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს. სააკაშვილი - გვარამია - მელაძის „ტროიკა" აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის „კურიერის" ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ, დაუთმონ ჩემს პერსონას. საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის არსი გააზრებული და თუ მაინც იცის, სააკაშვილისეული "ზონდერ მივარდნების" ნაცვლად, თუ მართლა ვინმეს რამე აინტერესებს, ჯერ დეკლარაციის ავტორს უკავშირდებიან და შემდეგ დგამენ მომდევნო ნაბიჯებს და არა ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობის რუპორი იქცევა: ჯერ სიუჟეტს ამზადებს, ტყუილებით გაჯერებულს და შემდეგ, ისევ და ისევ დემაგოგიისთვის ურეკავენ სიუჟეტის გმირს. საქართველოში არ ვიმყოფები, ვიქნები კვირას დილით, მაგრამ ვიცი, რომ მელაძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ "მეორე სერია" დააანონსა და ეს ყველაფერი ხვალ "შაბათის კურიერის" მეშვეობით გავა ეთერში.


მოკლედ გეტყვით რაც ხდება: კომპანია, რომელიც დეკლარილებულია საჯაროდ და რომლის საქმიანობის შედეგადაც, თუ გნებავთ ნუ დამიჯერეთ, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია (თუ არადა, ეს ინფორმაციაც საჯაროა და დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოსავლების სამსახურიდან სრული ინფორმაციის გამოთხოვა) რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და რესტორნებს და კლინიკებს ეხმარება ჰიგიენის დაცვაში. მოგეხსენებათ, კერძო კომპანიამ, წესით, მოგება უნდა მოუტანოს დამფუძნებელს და სწორედ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, ყოველ წელს იმ სულისკვეთებით ვიბარებ ანგარიშებს, რომ დავხურო არარენტაბელური საწარმო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და იცით რატომ? იქ 8 ადამიანი არის დასაქმებული და ჩემგან განსხვავებით, ისინი იღებენ კუთვნილ გასამრჯელოს. ანუ 8 ოჯახია უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით და ეს სავსებით საკმარისი არგუმენტია, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიფიქრო და 8 ოჯახი არ დავტოვო ლუკმაპურის გარეშე. 


ბატონ მელაძეს მინდა კვლავ მივმართო: ასე არა, დღეს სიუჟეტის მომზადების შემდეგ, პოსტ ფაქტუმ რომ დამირეკეს შაბათის კურიერიდან მაშინ, როდესაც არ ვიმყოფები ქვეყანაში, უკვე კვირას შემიძლია გაგიძღვეთ, ბატონო ნოდარ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და სრული თავისუფლების პირობებში შებრძანდით და დაათვალიერეთ, გაესაუბრეთ თანამშრომლებს, ოღონდ შემდეგ, შემოსავლების სამსახურშიც მიბრძანდით და ვის რა შემოსავალი აქვს და როგორი კოლექციონერი ოლიგარქები, უი ბოდიში, „მინიოლიგარქებიც“ არიან თქვენი სიუჟეტის გმირები, ისიც კარგად გაარკვიეთ. სახლშიც დაგპატიჟებდით, რომ კარგად ნახოთ „მინიოლიგარქები“ როგორ ცხოვრობენ, მაგრამ ვშიშობ, რომ თქვენი სტუმრობით ჩემი ოჯახის ღირსეულ ვიზიტორთა ჩამონათვალს ნამდვილად ვერ გავამდიდრებ. არაერთი ღირსეული ჟურნალისტია დღეს რუსთავი 2-ში დასაქმებული, ვისთვისაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტობა პროფესიაა და არა პარტიული კუთვნილება, ამიტომაც ჩემთან ოჯახში თუ მაინც გადაწყვეტთ ვიზიტს, მხოლოდ ჟურნალისტები გამოაგზავეთ; თქვენ, შეგიძლიათ არ შეიწუხოთ თავი.


მოკლედ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომაც ბოლოს ამ საზოგადოდ აღიარებულ ჭეშმარიტებასაც შეგახსენებთ: არ მალავს ის, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ამიტომაც, თუ რამე გამაჩნია ამ ქვეყნად, საჯაროა, დეკლარირებულია და დიახ, ჩემს სახელზეა, არა სიდედრის, ბიძაშვილის თუ მეგობრის. დასამალი იმიტომ არ მაქვს, რომ უწესოდ, ყაჩაღობით, ძარცვით და მაქინაციებით კი არ არის მოპოვებული, რისი ჩადენის დაუშვებლობაც გუშინ მკაფიოდ მიგითითათ, თქვენ და თქვენს პატრონს, ევროსასამართლომ, არამედ წესიერი, პატიოსანი და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრების წესით. ნუ იქნებით ცრუპენტელა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!!!",-წერს დავით მათიკაშვილი.


"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.

ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

კახა კალაძე მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული სახლის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

"საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში"

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს. 

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა.

წეროვანთან ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან ხანძარია. 

თეთრიწყაროში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ანუკი არეშიძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, დღეს მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, დღეს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.

ყვარელში ახალსოფლის ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავა.

ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.