მაია ცქიტიშვილი : სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე ყველა პროცედურის დაცვით

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, დადგინდა, რომ "რუსთავი 2"-ს  არ შეზღუდვია სამართლიანი სასამართლოს უფლება.


"დავიწყებ სტრასბურგის სასამართლოთი, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმი, როგორც რუსთავი 2-დან, ასევე ოპოზიციის სპექტრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვისმენდით ისეთ შეფასებებს, რომ თითქოს ხელისუფლებას აქვს სურვილი რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების. თითქოს ამაზე იყო მიმართული მთელი სასამართლო სისტემა, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკოსებს სურდათ ხელში ჩაგდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, ყოველგვარი ინტერპრეტაციების შესაძლებლობის გარეშე, რომ ქართული სასამართლოს სინამდვილეში წარმართულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე ყველა პროცედურის დაცვით. რუსთავი 2-ს არ ჰქონია არავითარი შეფერხება საამართლიანი სასამართლოს ნაწილში , არ ყოფილა შეზღუდული არც მედია თავისუფება და არც საკუთრების უფლება. სამწუხარო რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები და ჩემთვის კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვთ პრეტენზია, რომ მედია თავისუფლებაზე ფიქრობენ დღესაც აგრძელებენ ამ რიტორიკას, იმ სურათის შექმნას, რომ თითქოს რუსთავი2-თან მიმართებაში ხელისუფებას აქვს გარკვეული გეგმები. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჟურნალისტების დამოუკიდებლობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ეთერში შეუძლიათ იგინონ, უცენზურო გამონათქვამებით გააჯერონ ეთერი, ცრუ ამბები შექმნან,არავისთავი არაა ეს მედიის თავისუფება-"განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.