გიორგი ცუცქირიძე: ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბურობით

„ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის შესაბამისად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ექსპერტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.


მისი თქმით, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი, ერთი მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთანავე, აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.


„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ამ ოპერაციის მასშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მარტო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი. ნიშანდობლივია თავად ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მასშტაბიც. უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს და ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადებისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.


ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ამ სახის მასშტაბური დანაშაულის გამოვლენას ეხება, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი, ერთი მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთანავე, აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენად არიან ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემებში ჩართულნი საჯარო მოხელეები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის კორუფციის ინდექსზე, მისი შემცირების მიმართულებით“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.


ექსპერტის აზრით, ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში უმჯობესდებოდა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ხოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, ხოლო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა 58 ქულით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული, რასაც თუნდაც ამ ანტიკორუფციული ღონისძიების მასშტაბიც ადასტურებს.


„ჩრდილოვანი ეკონომიკის მეტასტაზების შემცირებას, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ გამოვლენას ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კორუფციის ინდექსიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.


დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.


ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგნლებმა დაკავებული 8 მოქალაქე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი.

მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

მეტროსადგურ ვარკეთილში მატარებელი გაფუჭდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.50 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ბანკმა  Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.