“თიბისი ბანკი” მმართველობის სტრუქტურაში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“თიბისი ბანკის“ მმართველობის სტრუქტურასა და საბჭოში განხორციელებული ცვილებების შესახებ “თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

„თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე, ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა თიბისი ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის მმართვლობის სტრუქტურაში.


ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც  არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად „თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა“ (Mirror Board) დაამტკიცა.


ახალი სტრუქტურის მიხედვით:



  • “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  წევრი;


  • “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;


  • “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.


ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:



  • ნიკოლოზ ენუქიძე, “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;


  • ნიკოლას დომენიკ ჰააგი, “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;


  • არნე ბერგრენი “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;


  • ამავე დროს, “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;


საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს  მმართველობის სტაბილურობას.


საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც  ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან.


საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:



  • ნიკოლოზ ენუქიძე - “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;


  • ნიკოლას დომინიკ ჰააგი - “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო  საბჭოს  მთავარი დამოუკიდებელი წევრი;


  • მარია ლუისა ჩიკონიანი - “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  დამოუკიდებელი წევრი;


  • ცირა კემულარია - “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;


  • არნე ბერგრენი - “თიბისი ბანკის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  დამოუკიდებელი წევრი“, - ნათქვამია განცხადებაში.


ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგნლებმა დაკავებული 8 მოქალაქე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი.

მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

მეტროსადგურ ვარკეთილში მატარებელი გაფუჭდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.50 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ბანკმა  Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

კაჭრეთში ტყე იწვის

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა.

ოკუპირებული გაგრის სოფელი აიბღა რუსეთის ტერიტორიად მიუთითეს

ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

"ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული გაგრის სოფელ აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმებას, საქართველოს რეგიონების ანექსის პროცესის გაგრძელებას უწოდებს.