„ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პოპულარიზებას გაუწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ბლუმბერგის მედია ჯგუფის“ ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნულ გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ბლუმბერგის“ მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.


Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში!

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოერიდეთ, ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლოებას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰიგიენის წესები დაიცვან.

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაავადდა

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

საქართველოში იტალიიდან 150 მგზავრი შემოვიდა 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა.

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

"ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება", -განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც იცვლება სულ ცოტათი უკეთესობისკენ და მინიმუმ ერთი ადამიანი ბრუნდება შინ ბედნიერი?!

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს.

განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

"საქართველოს რკინიგზა" 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. "თეკლათის" დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე  ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას გეგმავს.

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

 
გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: "ქართული ოცნება" 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე. 

ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.