პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისატროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. 


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს",-აცხადებენ შსს-ში.


 


თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კონკურსის "საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი" გამარჯვებულ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიში გაამგზავრებს

ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარებულ კონკურსში - „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ მარიამ ფარულავამ და ფრანჩესკო ილვენტომ გაიმარჯვა.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია

 ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია. უკვე რამდენიმე საათია, ე.წ. მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გალელ მოქალაქეებს აღარ უშვებენ, ასევე გალში გადასვლას ვეღარ ახერხებენ ტურისტები და საქართველოს სხვა მოქალაქეები, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრად მიდის.

საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე არ შემოუშვეს

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არ შემოუშვეს.  

 

 
Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში!

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოერიდეთ, ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლოებას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰიგიენის წესები დაიცვან.

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაავადდა

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

საქართველოში იტალიიდან 150 მგზავრი შემოვიდა 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა.

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

"ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება", -განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც იცვლება სულ ცოტათი უკეთესობისკენ და მინიმუმ ერთი ადამიანი ბრუნდება შინ ბედნიერი?!

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს.

განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

"საქართველოს რკინიგზა" 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. "თეკლათის" დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე  ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას გეგმავს.

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

 
გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: "ქართული ოცნება" 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე. 

ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა.