ქეთევან ციხელაშვილი - "„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია"

„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენ არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ სისხლი იღვრებოდეს და ადამიანებს ასე სტკიოდეთ“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გმირთა მემორიალთან.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირების მემორიალთან შეკრებილ მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა. 


„27 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, რამაც უამრავი ჩვენი ახალგაზრდის, ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას. აქ არიან შაოსანი  დედები, მამები, რომლებიც 27 წელია გაუსაძლის ტკივილს უძლებენ, მაგრამ ნამდვილად აქვთ საამაყო, რადგან მათი შვილები სამშობლოსათვის ბრძოლას შეეწირნენ.


“ეს ტკივილი დღეს ათასობით  ადამიანს აწუხებს, ვინც ახლობელი დაკარგა, მათ შორის მავთულხლართებს იქითაც, რადგან ტკივილი ყველას ერთნაირად გვტკივა. წლიდან წლამდე კიდევ უფრო აშკარა ხდება ერთი რამ - ვითარება, რომელიც კონფლიქტის შედეგად შეიქმნა, არც ერთ ჩვენგანს არ აწყობს. ამით სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ დიალოგს, კომუნიკაციას, მომავალზე საუბარს არანაირი ალტერნატივა არ აქვს.


“მინდა მჯეროდეს, რომ დღეს აფხაზურ საზოგადოებაშიც მეტ ადამიანს ესმის ამის აუცილებლობა და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა დაფასებული იქნება. ჩვენი მხრიდანაც დიდი ხანია არსებობს მზაობა და სურვილი დიალოგისა. ბუნებრივია, ეს აპოლიტიკურია, ვერ გადაკვეთს წითელ ხაზებს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია,  მაგრამ სივრცე ასეთი საუბრისა და დიალოგისთვის, ძალიან დიდია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გზები და წინადადებები გაქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი, მოადგილესთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე -„გმირთა სავანე“ იმყოფებოდა, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და სასაფლაოზე მდებარე მუზეუმსაც ესტუმრა, რომელშიც ომის დროინდელი ფოტოები, წერილები და ნივთებია გამოფენილი.


ზაალ ანჯაფარიძე: „ნაციონალები“ და მათი განშტოებები ზნეს არ იცვლიან. შეხვედრიდან გამოსულებმა ტყუილებისა და ლანძღვის კორიანტელი დააყენეს

მმართველი პარტია თანხმდება პრინციპს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, არავის ექნება მარტოდმარტო მთავრობის დაკომპლექტების საშუალება, თუმცა მგონია, რომ ამაზე არ წავა ოპოზიცია და ამას გააკრიტიკებს სამოქალაქო სექტორი. იტყვიან, არც 40-41% არ არის საკმარისი მთავრობის შესაქმნელადო,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

Wizz Air-მა 12 მარტიდან 2 აპრილამდე ქუთაისი-მილანის რეისები გააუქმა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გააუქმა, რამდენიმე ქალაქის მიმართულებით კი რეისების რაოდენობა შეამცირა.

ანდრონიკაშვილის მეორე შესახვევში გზის საფარი მოეწყო 

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება 

საქრთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მორიგ პროექტს იწყებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. 

მამუკა მდინარაძე: რუსეთის მიზანია ქართული სახელმწიფო მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცებას გამოეხმაურა.

შსს კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი  გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის 110/40-ზე არ შეგვითავაზებია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

დავით ჩიხელიძე კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჯანდაცვის სექტორი გამოწვევას მზად ხვდება

„საავადმყოფოები უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით, მედპერსონალი უზრუნველყოფილია სათანადო ეკიპირებით. პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კონკურსის "საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი" გამარჯვებულ სტუდენტებს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიში გაამგზავრებს

ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარებულ კონკურსში - „საუკეთესო ერთწუთიანი ფილმი“ მარიამ ფარულავამ და ფრანჩესკო ილვენტომ გაიმარჯვა.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია

 ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია. უკვე რამდენიმე საათია, ე.წ. მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გალელ მოქალაქეებს აღარ უშვებენ, ასევე გალში გადასვლას ვეღარ ახერხებენ ტურისტები და საქართველოს სხვა მოქალაქეები, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრად მიდის.

საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე არ შემოუშვეს

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არ შემოუშვეს.  

 

 
Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში!

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოერიდეთ, ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლოებას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰიგიენის წესები დაიცვან.

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაავადდა

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

საქართველოში იტალიიდან 150 მგზავრი შემოვიდა 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა.

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

"ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება", -განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც იცვლება სულ ცოტათი უკეთესობისკენ და მინიმუმ ერთი ადამიანი ბრუნდება შინ ბედნიერი?!

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.