თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები დეკანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კვლავ გრძელდება დეკანისა და მისი მფარველების მხრიდან ფაკულტეტის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.

ამის თაობაზე „პირველთან“ საუბარში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა განაცხადა.


მისი თქმით, ხვალ, 15 აგვისტოს 12.00 საათზე დაგეგმილია ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარება, სადაც უნდა განიხილონ და დაამტკიცონ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მექანიკურად გახლეჩვის ხარჯზე, დეკანის - გიორგი ღაღანიძისთვის  ახალი კათედრის შექმნა, რაზე მსჯელობაც უკვე 4-5 თვეა მიმდინარეობს. „ფაქტია, მისთვის აუცილებელია ერქვას კათედრის ხელმძღვანელი და რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები ახალაკრედიტირებულ პროგრამას აყენებს საფრთხის ქვეშ“, - ამბობს ჩოხელი.


ჩოხელი აცხადებს, რომ ამით ღაღანიძის „ფეოდალური“ მმართველობა ფაკულტეტზე კიდევ უფრო გამყარდება, რაც შესაბამისად და პირდაპირპროპორციულად ნიშნავს სტუდენტების - ბაკალავრების, მაგისტრებისა თუ დოქტორანტების ინტერესების კიდევ უფრო დაკნინებას, რამდენადაც ფაქტია, რომ დღემდე, რაც უფრო ძლიერდება ცნობილი „კლანი“, მით უფრო მცირდება ფაკულტეტზე სწავლების ხარისხი და უარესდება კოლეგიალური ატმოსფერო.


ეკა ჩოხელმა აღნიშნა, დაგეგმილი ახალი კათედრის შექმნისთვის არ არსებობს პროექტიც კი. თუმცა, მთავარია საბჭოს სხდომაზე დაფიქსირდეს ახალი კათედრის შექმნა, დანარჩენს ღაღანიძე და მისი მფარველები შემდეგ „მიხედავენ“.


მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორმა ეკატერინე გულუა აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებითი. „ჩვენ ღიად დავუპირსპირდით ფაკულტეტზე არსებულ კლანურობას და განუკითხაობას და კატეგორიულად და პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, - პროტესტს არ შევაჩერებთ, სანამ არ მივაღწევთ სამართალს - არ შეიძლება მექანიკურად კათედრის გაყოფა, არავის აქვს მორალური უფლება, პროფესორს ჩამოართვას სასწავლო კურსები და შეუცვალოს არსებული სასწავლო-კვლევითი მიმართულება. ეს არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა. ამ საკითხთან კავშირშია ისიც, რომ გვაქვს  სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს  2018 წელს ჩაატარებული უსამართლო კონკურსების გამო, სადაც შესარჩევი კომისია ჩამოაყალიბა კონკურსანტმა დეკანმა. ამ კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათელა თურნავა იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ რა ძალასთან გვიწევს ბრძოლა, ცხადია, არ გავცდებით კანონით დადგენილ საზღვრებს, მაგრამ მსგავსი ქმედებების შედეგად სიტუაცია გამწვავდება და გაგრძელდება, როგორც თსუ-ის ადმინისტრაციასთან, ისე განათლების სამინისტროსთან. ფაკულტეტზე  არსებული მდგომარეობა და რექტორის მართვის სტილი ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებს“, - ამბობს გულუა.


ასოცირებული  პროფესორის მანანა ხარხელის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყალბი მანევრებით, როგორიცაა მედიაციის პროცესის იმიტირება და სხვა, ცდილობდა დეკანის ოპონენტებისთვის თავბრუს დახვევას და ამასობაში მათთვის სასურველი შედეგის დაყენებას. “როგორ წარმოგიდგენიათ - ცხვრის ფარაში მედიატორობა მგელმა რომ დაიწყოს... ასე იყო თსუ-ის ადმინისტრაციის საქმე. შექმნეს რაღაც პროცესის იმიტაცია, რეალურ მსჯელობას და სამართლიან გადაწყვეტილებებს გვერდი აუარეს და ხვალ უკვე მათთვის სასურველი გადაწყვეტილების „გაფორმებას“ შეეცდებიან, - აღნიშნა ხარხელმა.


მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე ამბობს, რომ ის რაც ფაკულტეტზე ხდება კლანურობის პირდაპირი გამოვლინებაა. „სახეზე გვაქვს კლანის ინტერესების გატარების უტიფარი მცდელობა. ავთანდილ სილაგაძე, ლადო პაპავა და გიორგი ღაღანიძე ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ფაკულტეტზე მათი ნების გარეშე ბუზიც არ გაჭაჭანდეს. რაც ახლა ხდება - ანუ ღაღანიძისთვის ჰაერიდან მოგონილი პერსონალური კათედრის შექმნა, სხვა არაფერია თუ არა სილაგაძისა და პაპავას მხრიდან მადლობის გადახდა, ერთგვარი ვალის დაბრუნება ღაღანიძისთვის, რამდენადაც სწორედ ღაღანიძის ძალისხმევით მოხდა, რომ მან საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა.


ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის დუმილი და ურეაქციობა კი მათთვის უკვე წამახალისებელ ფაქტორად იქცა. აი ახლაც, როცა საკითხის სიმწვავე პიკზეა და ეს კარგად იცის რექტორმა შერვაშიძემ, ის უბრალოდ შვებულებაში გავიდა, ანუ თავისი ფიქრით, ხელი დაიბანა პროცესის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ რეალური პასუხისმგებლობა მასზეა და ადრე თუ გვიან, მას მაინც მოუწევს ამ პასუხსმგებლობისთვის თვალის გასწორება. საბოლოოდ, რექტორის ინიცირებული ფარისევლური მედიაციით და რეალურად კი მისი მხრიდან კლანის აქტიური მახრადჭერით, მივიღეთ მისივე ხელდასმული დეკანის მიერ კათედრის მიტაცება-უზურპაციის სპეცოპერაცია’’, - აცხადებს ნიჟარაძე.


ჩოხელის, გულუას, ხარხელის და ნიჟარაძის განცხადებით, ისინი თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, მოითხოვენ შემდეგს:



  • 15 აგვისტოს დაგეგმილ ფაკულტეტის საბჭოზე არ იქნას განხილული ახალი კათედრის შექმნა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ინტერესების შელახვის ხარჯზე


  • თუ ფაკულტეტის დეკანს და მის მხარდამჭერ პროფესორებს რეალურად სურთ პროცესის ცივილიზებულ და სამართლიან ჩარჩოში წარმართვა, მედიაციის მიზნით მიმართონ განათლების სამინისტროს.


და მთავარი:



  • თუ ეს პროცესები არ შეჩერდება მოვითხოვთ, დაკავებული თანამდებობა  დატოვოს ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ღაღანიძემ და შესაბამისად, დამთავრდეს ფაკულტეტზე გამეფებული ბიუროკრატია, განუკითხაობა და ძალადობის გზით პირად ინტერესებეზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. დეკანის წასვლა ხელს შეუწყობს  ფაკულტეტზე არსებული მძიმე ვითარებისა და შექმნილი არაკოლეგიალური გარემოს გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ აისახება უმთავრესზე-სწავლების ხარისხზე.


რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.