​ლაშა დარსალია გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხზე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

მიმდინარე  წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი გაგრძელება და მისი ჰუმანიტარული შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.


დარსალიამ ყურადღება გაამახვილა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედებებით რუსეთი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად. თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა.


ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ალექსანდერ მარშიკი: ავსტრიას საქართველოს განვითარების განსაკუთრებული ინტერესი აქვს

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორილას ეხმიანება.

ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას რამდენიმე პირი თავს დაესხა. 

ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა.

დავით ზალკალიანი: საქართველოში ამბასადორიალის ჩატარების ტრადიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს რეგიონში

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონალური ამბასადორიალი გახსნა, რომელიც თბილისში იმართება.

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანში კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსმა იმსხვერპლა. 

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან პირველი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან დავით ტონოიანთან გამართა.

მარინა ეზუგბაია: ინფექციური საავადმყოფოს 11 ახალი პაციენტიდან 5-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ახალი 11 პაციენტიდან 5-ის შემთხვევაში ჩატარებული კვლევის შედეგები პოზიტიურია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა.

ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.

პრემიერი: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბანკებს შორის 2020 წელს საბანკო სექტორის წარმატების საფუძველი იქნება

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, იყოს ძლიერი და განვითარებული".

ირაკლი კობახიძე: წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა

„წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი ოპოზიციასთან დიალოგზე: ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ კონსენსუსს ეყრდნობა

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის".

დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!

„შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!“  – აცხადებს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღია კარის დღე გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების, ბაღების და სპორტკომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე ვირუსის მართვისა და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს.

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან.

სოფო კილაძე: ევროპელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა "ბავშვის კოდექსის" სახით პროგრესული დოკუმენტი მიიღო 

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.