"გუგუტიანთკარში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით, რათა საკუთარი თვალით ნახონ თუ რა ხდება ქართულ სოფლებში"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გუგუტიანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადგილზე არსებული სიტუაცია დეტალურად გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთაც საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.


"დღეს აქ ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა ხდება ქართულ სოფლებში, რა ზომებს მიმართავს საოკუპაციო რეჟიმი და როგორ არის ეს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული. ამავდროულად, რა თქმა უნდა,
ამ ყველაფერს აქვს ის დანიშნულება, რომ ჩვენ მეტი ძალისხმევის მობილიზაცია მოვახდინოთ. ეს ერთ-ერთი დიპლომატიური ბერკეტია და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ. ასევე, მათი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებულები და შესაბამისი რეაგირება
მოახდინონ, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს და ასეთი აბსოლუტურად უკანონო მოქმედებები, რომლებიც ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული, შეკავდეს.


რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი. ჩვენ ყველა მექანიზმს ვიყენებთ. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამშვიდობო
პოლიტიკის კურსიდან არ გადავუხვიოთ, რადგან ეს მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ. ხუთი წელია სახელმწიფო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას თითოეული სოფლისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს. თუმცა, აქ არიან ადამიანები,
რომლებისთვისაც შესაძლოა ცალკე განისაზღვროს რა ფორმებით დავეხმაროთ, რათა საკუთარ მიწაზე დავამაგროთ. მოსახლეობასთან სწორედ ამაზე ვისაუბრე.


ასევე მნიშვნელოვანია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებების ურთიერთობის აღდგენისკენაა მიმართული. მე უკვე 7 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და კონტაქტები დღეს უპრეცედენტოდ გახშირებულია. ადამიანებს მავთულხლართებს იქით, ძალიან მძიმე პირობები აქვთ. მოსახლეობისაგან დაცლილი ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად სამხედრო გეტოდ არის ქცეული. რეგიონში იმ მოსახლეობის 20 პროცენტამდეღაა დარჩენილი, რომელიც იქ კონფლიქტამდე ცხოვრობდა. ექვსჯერ მეტ ადამიანს აკავებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც ისინი ცდილობენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ამიტომ, ჩვენი კურსი მომავალშიც ურყევი იქნება - ოკუპაციას მხოლოდ განვითარებით უნდა ვუპასუხოთ. დღეს ყველას ემოციები გავქვს, რა თქმა უნდა, ამის ყურება მძიმეა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა პრინციპული, რაციონალურია და ნებისმიერი მოქმედება გამომდინარეობს იქიდან თუ რას მოუტანს იგი მოსახლეობას. ჩვენ გვჭირდება
მშვიდობა, განვითარება, ამ ხალხის დახმარება, ჩვენ საზოგადოებებთან ხიდების მშენებლობა. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის ძალიან მტკიცე სტრატეგიასთან ერთად", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად არჩევა“ მიულოცა

რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მეორედ „არჩეული“ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც ადრე, განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტანულ ტრადიციებზე გაამახვილებს. 

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტაანიდან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

საქართველოში Euronews-ის წარმომადგენლობა ფუძნდება

საქართველოში Euronews წარმომადგენლობის Euronews Georgia-ს პრეზენტაცია 18 სექტემბერს, 12:00-ზე "რესპუბლიკაში" გაიმართება.

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

კალინ დიმტჩევი განათლების რეფორმაზე: „რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მსმენია“

განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა პოზიტიურად შეაფასა.

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა - ამის შესახებ სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს.

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა.

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.