თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეულმაპროფესორმა დავით ნიჟარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს მიმართა, რითაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ახალი კათედრის - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის“ შექმნა.


„ბატონო რექტორო, თქვენი ლოგიკით, ჯერ დაფუძნდა კათედრა სახელწოდებით „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“', შემდეგ შეიქმნება „ლოკალურ გარემოში მენეჯმენტი“, „სახელმწიფო მენეჯმენტი“, „მუნიციპალური მენეჯმენტი“, „თემთა მენეჯმენტი“, „საოჯახო-საყოფაცხოვრებო მენეჯმენტი“, „ინდივიდების მენეჯმენტი“, „წიაღის მენეჯმენტი“, „საზღვაო-სახმელეთო მენეჯმენტი“, ''მიწისზედა და მიწისქვეშა მენეჯმენტი“ და ა.შ.


მოკლედ, სახეზეა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული „მენეჯმენტიზაცია“ სულისკვეთებით - „რიგითი ღაღანიძის გადასარჩენად“. რაც შეეხება თქვენი დიდი ძალისხმევით და „მყარი ნაბიჯებით“ ფორმირებულ „აბსურდის მენეჯმენტის კათედრის“ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, ამ პოსტს თქვენი ხელდასმული დეკანი დაიკავებს.  ეს კი არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ, დებულებას ხომ არ დაარღვევთ?!


ხომ მართლა, ამას გულისხმობდით თქვენ მიერ დაანონსებულ რეფორმა-რესტრუქტურიზაციაში?!, - მიმართავს სოციალური ქსელით თსუ-ის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, ამავე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე.


„პირველის“ ინფორმაციით, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ახალი კათედრა სახელწოდებით - „გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან მხოლოდ ორი იყო - დავით ნარმანია  - მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი და შოთა შაბურიშვილი - ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ბიზნესის კათედრიდან.


„პირველთან“ საუბრისას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით კლანი, რომლის ერთ თავში დეკანი გიორგი ღაღანიძე, ხოლო მეორე თავში საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ავთანდილ სილაგაძე არიან, ცდილობს გაძლიერდეს და ახალი პლაცდარმი შეუქმნას დეკან ღაღანიძეს, რომელიც ფაკულტეტის დებულების თანახმად ავტომატურად გახდება  კათედრის ხელმძღვანელი. მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამის გამო მიდიან გაუგონარ თავხედობაზე და ქმნიან კათედრას ყოველგვარი პროექტის გარეშე, ანუ ისე, რომ შესაბამისი სასწავლო კურსები მომდევნო 2 სემესტრის განმავლობაში უნდა „დააწიონ“.  მანამდე, ახალი კათედრის წევრები ყველა სასწავლო კურსით კვლავ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრიდან დაკმაყოფილდებიან, თუ ახალ სასწავლო კურსებს ვერ შექმნიან, არაფერია, ძალა ხომ მათ ხელშია, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრას წაართმევენ, - მიაჩნია ჩოხელს.


„ჩემთვის გამაოგნებელი იყო საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აკადემიური საბჭოს წევრის და ერთ-ერთი ვითომ რიგითი კათედრის გამგის ავთანდილ სილაგაძის ტონი, რომლითაც ის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს, კოლეგას, დავით ნარმანიას მიმართავდა. სილაგაძე აღნიშნავდა, რომ არ იყო სწორი, როცა მისი კოლეგა კათედრასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებს, მათ შორის საკუთარი კათედრის სხდომის დღის წესრიგში საკითხების ფორმულირებასაც კი„მათთან,“ უშუალოდ კი მასთან არ ათანხმებს... თან ამ ყოველივეს სილაგაძე დამრიგებლურ - დიდაქტიკურ ტონში და საკმაოდ დიდხანს იმგვარად წარმოაჩენდა, რომ ჩემი აზრით, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ეჭვი შეეპარებოდა იმაში, თუ სად იმყოფებოდა  XXI საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს - საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის წამყვანი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, თუ XX საუკუნის 70-80 იანი წლების „საუკეთესო ტრადიციების“ შესაბამისად მიმდინარე პარტიულ შეკრებაზე, სადაც გავლენიანი და უფროსი პარტიული ბოსები ინიციატივიან და რეალისტ ახალგაზრდებს ტუქსავენ და ავიწროვებენ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის გამო. მე მხოლოდ გაოგნება და შესაბამისად, შემდგომ უკვე, ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევა დამრჩენია, რამდენადაც, ზუსტად ვიცი, რომ ფაკულტეტის საბჭოს ამ სხდომის მსგავსი სხდომები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაბარდეს წარსულს“, - ამბობს პროფესორი.


მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა აღნიშნავს, რომ  პროტესტს, რასაც ფაკულტეტის რამდენიმე პროფესორი ბოლო წლებია დაუფარავად გამოხატავს ფაკულტეტზე შექმნილი კლანური მმართველობის გამო, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს. „სურთ ,,გაიკეთონ” კათედრა და სახელი ვერ დაარქვეს. მას, ვინც მოიფიქრა კათედრის სახელწოდება -,,გლობალურ გარემოში მენეჯმენტი“ ვფიქრობ, არ აქვს უფლება „მოღვაწეობდეს“ თსუ-ში. წარმოიდგინეთ, მათ შექმნეს „ჰაერში სუნთქვის კათედრა“ მაშინ, როცა უკვე არსებობს „სუნთქვის კათედრა“. ეს ეწინააღმდეგება ყველა ლოგიკურ ჩარჩოს და არ აქვს არგუმენტირებული საფუძველი, გარდა კლანის მიერ ლობირებულ ერთეულთა პირადი ინტერესისა“, - ამბობს გულუა.


მისი განცხადებით, არაეთიკური და ამორალურიც კი არის, ფაკულტეტზე იქმნებოდეს ახალი, ყოვლად გაუგებარი დანიშნულების კათედრა ადამიანისთვის, რომლის პროფესორობის კანონიერებაზეც კითხვები სასამართლო ფორმატშია დასმული. „ეს სამარცხვინო ფაქტი და ის მეთოდები, რომელიც მის მისაღწევად იქნა გამოყენებული  ავლენს რექტორის წარუმატებელ მმართველობას თსუ-ში, რომელსაც ბიუროკრატიული მექანიზმებით და ქურდული გარჩევებით კონკრეტული პირები ამყარებენ. ჩვენ  ყველა შესაძლო კანონიერი გზით შევეცდებით მივმართოთ თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს (რომელმაც უნდა დაამტკიცოს ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილება), რომ არ დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების დამაზიანებელი და მხოლოდ დეკანისა და კიდევ რამდენიმე პროფესორის, პირად, დაუმსახურებელ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.  ამ პოზიციას არგუმენტირებულად და ზედმიწევნით დავიცავთ ყველგან, სადაც მოგვისმენენ, იქნება ეს თსუ-ის წარმომადგენლობითი  საბჭო, განათლების სამინისტრო, განათლების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი თუ შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები. იმას კი, რომ მოგვისმინონ, აუცილებლად მივაღწევთ. ის რაც დღეს ხდება თსუ-ში არის საქართველოს თითოეული მოქალაქის სირცხვილი“ - აღნიშნავს გულუა. 


მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე ამბობს, რომ ის რაც ფაკულტეტზე ახალი კათედრის შექმნის გადაწყვეტილებით მოხდა, მისთვის მოულოდნელი არ იყო. „ეს მოხდებოდა, ცხადი იყო, რამდენადაც თსუ ადმინისტრაციამ, კერძოდ კი პრორექტორ ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა მედიაციის ჯგუფმა, მედიაციის ეს პროცესი იმდენად იმიტირებულად და მოვალეობის მოხდის ფორმატით წარმართა, რომ იმთავითვე ცხადი გახადა, რაც იქნებოდა შედეგი...


ფაქტია, „საკუთარი“ კათედრა დეკან ღაღანიძეს ჰაერივით სჭირდება. საამისოდ, მისი წამქეზებლები და გულშემატკივრები - კლანის წევრები - ავთანდილ სილაგაძე, ვლადიმერ პაპავა და ცხადია, რექტორი შარვაშიძე - მიდიან ყველაფერზე, რაოდენ არაადეკვატური და არათანმიმდევრულიც უნდა იყოს მათი ეს ნაბიჯები. მედიაცია ჩააგდეს და იურიდიული სამსახურის უფროსის კუკულავას დახმარებით  მედიაციის შემაჯამებელი დოკუმენტი გააყალბეს. ფაკულტეტის საბჭოზე საკითხის გატანის დროდ შუაგული აგვისტო შეარჩიეს, თითქოს ხელიც დაიბანეს  და რექტორი შარვაშიძე და პრორექტორი გვენეტაძე ამ დროს საერთოდაც შვებულებაში გავიდნენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების სიმძიმე, თუ სიმსუბუქე, ამ ეტაპზე მაინც, მთლიანად აჰკიდეს ფაკულტეტის საბჭოს, რომელიც, იმ პირობებში, როცა იქ  მათივე მხარდაჭერილი სილაგაძე-ღაღანიძე-პაპავას კლანი დომინირებს, რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა... მუდამ აღვნიშვნავ, რომ რაც ახლა ხდება - ანუ ღაღანიძისთვის ჰაერიდან მოგონილი პერსონალური კათედრის შექმნა, სხვა არაფერია თუ არა სილაგაძისა და პაპავას მხრიდან მადლობის გადახდა, ერთგვარი ვალის დაბრუნება ღაღანიძისთვის, რამდენადაც სწორედ ღაღანიძის ძალისხმევით მოხდა, რომ მან საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა.


მე ვფიქრობ, მათ ჰგონიათ, რომ ფაკულტეტის საბჭოზე ამ გადაწყვეტილების მიღებით ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს (საინტერესოა, ვის ებრძვიან). მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ  ამ გადაწყვეტილებით დაუდეს მათ სათავე ფაკულტეტზე მათი უსამართლო ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისს, რადგან ყველა, ისინიც კი, ვინც დღეს ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ აქტიურობს მათ წინააღმდეგ და რიგ შემთხვევაში იძულებულიც ხდება, რომ მათ ჩანაფიქრებს ფორმალურად მხარი დაუჭიროს, - ისინიც კი ცხადად ხედავენ, რომ ღაღანიძე-სილაგაძე-პაპავას კლანი, შარვაშიძის დუმილით, ანუ ხელშეწყობით, უკან და უკან მიაქანებს ფაკულტეტს და სტუდენტთა საუკეთესო ინტერესები არც არავის აინტერესებს.


სამწუხაროდ, საუნივერსიტეტო უბედურების მასშტაბი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტით არ ისაზღვრება. საქმე ის არის, რომ რექტორი მხოლოდ ღაღანიძისათვის დაუმსახურებელი და უსამართლო, სხვათა კანოიერი ინტერესების დამაზიანებელი კომფორტის შექმნით არ შემოიფარგლება. მას ყველა ფაკულტეტზე ჰყავს მსგავსი ფიგურები, რომლებიც საერთო კლანური ინტერესებით მოქმედებენ და სულ არ აღელვებთ არც თსუ-ის იმიჯი და არც მისი სტუდენტების ინტერესები.


ზოგადად, თსუ-ში ურთულესი ვითარებაა, - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კონკურსის მიღმა უსამართლოდ დარჩენილი მეცნიერები სასამართლოში ჩივიან, იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორი სტუდენტს უჩივის, ჩვენთან კლანურობა ყოველგვარ აკადემიურ საზღვარს სცდება და საბოლოოდ მყარდება იმ მოარული ხმების ნამდვილობა ,რომ გიორგი შარვაშიძიეს თსუ-ის დანგრევა აქვს დავალებული კონკურენტების სასარგებლოდ. სხვა ახსნას  მე უბრალოდ ვერ ვპოულობ უნივერისიტეტში მიმდინარე სამარცხვინო მოვლენებს.


და სწორედ იმის გამო, რომ კლანი თავის ქმედებებში არავის და არაფერს დაგიდევს, დარწმუნებული ვარ, რომ აღარ არის შორს ის დრო, როცა ჩვენს ფაკულტეტზე და ზოგადად, თსუ-ში ვითარება სამართლიანად გადალაგდება, ანუ აკადემიურ თანამდებობებს და მუშაობისა და  განვითარების საშუალებას მიიღებს ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ყოველმხრივ შეესაბამება სტუდენტთა საუკეთესო ინტერესების დაკმაყოფილების უპირობო კრიტერიუმს.


მანამდე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რაც ადრეც მითქვამს - სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის დუმილი და ურეაქციობა კი მათთვის უკვე კარგა ხანია იქცა წამახალისებელ ფაქტორად.  ცოტაც და მივიღებთ კლანის მიერ შემოთავაზებულ მორიგ „შედევრს“- არაფრისმომცემი კათედრის მიტაცება-უზურპაციის სპეცოპერაციას და ეს იქნება კიდეც, როგორც აღვნიშნე, ამ კლანის ზეობის დასასრულის დასაწყისი.


მცირედი იმედი მაქვს წარმომადგენლობითი საბჭოსი, რომ ეს წარმომადგენლობითი ორგანო გაუფრთხილდება როგორც უნივერსიტეტის, ისე პირად რეპუტაციას და აბსურდის სპექტაკლის ამ მოქმედებას არ აუნთებს მწვანე შუქს“, -  აცხადებს ნიჟარაძე.


... და გადმოუხვიეთ მარცხნივ!

დიახ, დაუფიქრებლად, სვანეთში მიმავალი, ზუგდიდიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, როგორც კი დაინახავთ, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ მესტიასა და ნაკრას შორის, ჯერ მარცხნივ გადმოუხვიეთ და წამომყევით დაუვიწყარ მოგზაურობაში.

ახალციხეში გამყიდველმა მყიდველს სცემა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

დათო ლორთქიფანიძე: ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს

„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, - ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ნიკო ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება“, - განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა 

თამაშდება თუ არა Samsung Galaxy S10 - "მაგთი" აბონენტებს აფრთხილებს

კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ ტექსტური შტყობინებით აფრთიხლებს.

თბილისში ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის და დედაქალაქის გერბის და დროშის ავტორის, ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს.

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა

ღონისძიება EU4Business-EBRD საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი გახარია შეწყალებაზე: უნდა მოხდეს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და გარკვეული ფილტრები გაჩნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

IATA თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მოწვევით, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი იმყოფება.

არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

მშპ II კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 2019 წლის II კვარტალში 11.026 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქეებს ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოუჩინეს.

EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სემინარი იმართება.

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

17 სექტემბერს პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო დასრულდა. სულ დარეგისტრირდა 26 600 -ზე მეტი აპლიკანტი. 

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

14-16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

გიორგი წოწკოლაური: დევნილების ერთი ჯგუფის პროტესტმა, მიიღო პოლიტიკური სახე მიიღო და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების მიერ სამინისტროს შენობის შესასვლელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ.