უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

ფაიზიევი "პირველს" ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებაა.


ელჩამა ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვასა და შემდეგ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტებსის აქტუალურობას გაუსვა ხაზი და საქართველოს მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიუორი უწოდა.


უზბეკი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედება უზბეკური საქონლის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გასატანად პერსპექტიული საშუალებაა.


- უზბეკეთი დ საქართველო აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღს - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით ორიოდ სიტყვით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათა განვითარებას ამ პერიოდის განმავლობაში?


- უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის. თუმცა ეს მრგვალი თარიღი არ ასახავს ტრადიციულად თბილ და ჭეშმარიტად მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენს ხალხებს შორის ჩამოყალიბდა. ჩვენს ურთიერთობებს საფუძვლად უდევს არა მხოლოდ ადამიანური კავშირები და ურთიერთობის მრავალწლიანი პრაქტიკა, არამედ ერთმანეთის უდიდესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ღრმა პატივისცემა.


ბუნებრივია, საერთო ისტორიიდან, დიდიხნის კულტურული, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კავშირებიდან გამომდინარე უზბეკეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ყოველთვის იყო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ საქართველოს განვიხილავთ, როგორც საკვანძო სახელმწიფოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის დაამყაროს საქართველოსთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო, გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა. ყველა ეს თეზისი მკაფიოდაა ასახული უზბეკეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში, რომელსაც პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი უძღვება.


უდიდესი კმაყოფილებით მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ამგვარი მიდგომების რეალიზაციის ფარგლებში, ბოლო წლებში, შეინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტების მნიშვნელოვანი გააქტიურება მაღალ და უმაღლეს დონეებზე, სახელმწიფო სტრუქტურებს, მეწარმე სუბიექტებსა და საქმიან წრეებს შორის. მაგალითად მოვიყვან უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას ქ. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის მსვლელობისას 2017 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს უზბეკეთში 2018 წლის იანვარში, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სამთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომას ჩატარებას თბილისში 2018 წლის მაისში და სხვა მრავალს.


ამ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად დამტკიცებულია უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის "საგზაო რუკა". ამ დოკუმენტის პრაქტიკული რეალიზაცია დადებით შედეგს იძლევა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით.


სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტებში შექმნილია და აქტიურად ფუნქციონირებს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფები, რომლებსაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში.


- ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე. როგორია დღეისათვის უზბეკეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის სტატისტიკა წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით და რა პერსპექტივები იკვეთება?


 - თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ორმხრივი ურთიერთქმედების მნიშვნელოვან მიმართულებად  განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებას.


უზბეკეთი საქართველოს პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს. ეფექტიანად მუშაობს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, რომლის საქმიანობის შედეგებიც წლიდან წლამდე დადებით დინამიკას გვიჩვენებს. ამ კონტექსტში სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ტვირთბრუნვის მაჩვენებლები. ასე მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ორმხრივი ვაჭრობა 37,2 პროცენტით გაიზარდა და 55 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.


ამავე დროს ამჟამინდელი მაჩვენებლები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების რეალურ პოტენციალს. ჩვენ ყველა აუცილებელი პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ კარდინალურად გავზარდოთ  ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთში დამოუკიდებლობის წლებში ჩამოყალიბდა მრეწველობის სრულიად ახალი  დარგები, რომელთა სპეციალიზაცია გახლავთ სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის და მოთხოვნადი პროდუქციის გამოშვება.


ამ მიზნით უზბეკეთის მხარე მზადაა მრავალი სახის პროდუქციის ხარჯზე გააფართოვოს იმ საქონლის ნომენკლატურა, რომელიც ქართულ ბაზარს მიეწოდება. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს მრეწველობის ისეთი დარგების პროდუქცია, როგორიცაა ელექტროტექნიკური, ქიმიური, მანქანათმშენებელი, ტექსტილის, ფარმაცევტული, სამშენებლო და სხვა მრეწველობა.


საერთო აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ ორმხრივი ვაჭრობის განვითარების პროცესს ასევე ხელს შეუწყობს სამეურნეო სუბიექტებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურება, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო საწარმოთა შექმნა, სავაჭრო წარმომადგენლობებისა და სავაჭრო სახლების გახსნა, სავაჭრო-სამრეწველო გამოფენებისა და ბაზრობების მოწყობა.


ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ საინვესტიციო თანამშრომლობით. უზბეკეთი მზადაა ისეთი კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების ერთობლივი რეალიზაციისათვის, როგორიცაა ტექსტილის მზა ნაკეთობები, ფარმაცევტული პრეპარატები, თანამედროვე სამშენებლო მასალები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულის პროდუქცია, ქიმიური წარმოების საქონელი და სხვა მრავალი, რაც მესამე ქვეყნებში შემდგომი ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.


- როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული ურთიერთქმედების  დონეს?


- თქვენ ძალზე მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, ტურიზმის სფერო ორმაგ მისიას ასრულებს: ერთი მხრივ ის ხალხების დაახლოების მნიშვნელოვანი ფაქტორია; მეორე მხრივ კი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მძლავრი წყარო იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები აქვთ.


ყველა ზემოჩამოთვლილი ასპექტიდან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივმართეთ ტურისტულ სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. კერძოდ, უზბეკეთისა და საქართველოს უმდიდრესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, თქვენი ქვეყნის გამაჯანსაღებელი კურორტების შესაძლებლობებისა და უზბეკეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების ჩათვლით, ხელსაყრელ საფუძველს ქმნის ტურიზმის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის გააქტიურებისათვის.


მოგეხსენებათ, უზბეკეთს  კოლოსალური შესაძლებლობები აქვს ტურიზმის სფეროში. რესპუბლიკაში 7 ათასზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია, რაც მთლიანად ცენტრალურ აზიაში არსებული ისტორიული ძეგლების 90 პროცენტს აღემატება. მათგან 500-ზე მეტი ტურისტულ მარშრუტებშია მოქცეული. ყველაზე თვალსაჩინო მარგალიტებია ბუხარის, სამარყანდის, ხივასა და შახრისაბზის ძეგლები.


ბოლო ორი წლის განმავლობაში უზბეკეთში დიდი რეფორმები ტარდება, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ტურიზმის სფერო და ყველაფერი, რაც ამ დარგს უკავშირდება, სახელმწიფოს მხრიდან მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად და ეკონომიკის სტრატეგიული სექტორის სტატუსი აქვს მინიჭებული.


მრავალი ღონისძიების განხორციელება ახლდა ტურისტებისათვის უზბეკეთის მიმზიდველობის მკვეთრ ამაღლებას. თუ 2017 წელს უზბეკეთს 2,6 მილიონი ტურისტი ეწვია, 2018 წელს ეს ციფრი 5,3 მილიონამდე გაიზარდა (99-პროცენტიანი მატება). 2025 წლისათვის ვგეგმავთ უცხოელი ტურისტების რაოდენობა 9 მილიონამდე გავზარდოთ.


ანალოგიური ვითარება ჩამოყალიბდა  ტურიზმის სფეროში საქართველოშიც. ამასთან, თქვენი ქვეყნის გამოცდილება და განხორციელებული ღონისძიებები ეკონომიკის ამ სფეროს განვითარებისათვის  კარგი მაგალითია უზბეკეთისათვის.


ამ მხრივ მნიშნელოვან როლს ასრულებს მხარეთა კოოპერირება, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროდუქტების შექმნა. სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უკვე ვახორციელებთ აქტიურ ნაბიჯებს ტურიზმის სფეროში დასახული მიზნის რეალიზაციისათვის. მაგალითად, მიმდინარე წლის 16 ივლისიდან გაიხსნა ტაშკენტსა და თბილისს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლა. ეროვნული ავიაკომპანია „უზბეკისტონ ჰავო იულარის“ თანამედროვე და საიმედო თვითმფრინავები კვირაში ორჯერ ახორციელებენ ფრენებს ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის და ორივე მიმართულებით ბილეთების შოვნა უკვე ჭირს.


არანაკლებ სასიამოვნოა უზბეკეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის აღნიშვნაც, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში შედგა. ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გასცნობოდა უზბეკეთის მდიდარ ტურისტულ პოტენციალს, უძველეს, კოლორიტულ კულტურას და უზბეკი ხალხის დახვეწილ სამზარეულოს.


დარწმუნებული ვარ, რომ უაღრესად თბილი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა სამშობლოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელიც 13-15 აგვისტოს საპასუხო ვიზიტით ეწვია ქ. ტაშკენტს. დელეგაციის ვიზიტისას მოეწყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია და დამყარდა კონტაქტები უზბეკეთის ტურისტულ კომპანიებთან.


მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაცნობოთ, რომ 2019 წლის ნოემბერში ტაშკენტში გაიმართება საერთაშორისო ტურისტული ბაზრობა. ჩვენ ვიწვევთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი ავიარეისების გახსნა საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო თამამი გეგმები დავსახოთ თანამშრომლობის, მათ შორის ტურიზმის დარგში ურთიერთქმედების გასაფართოებლად.


- თქვენი აზრით ეკონომიკის კიდევ რომელ დარგებში შეიძლება გაფართოვდეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა?


- თქვენ ძალზე სწორი კითხვა დასვით. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სფეროში თანამშრომლობა.


თავისი გეოგრაფიული განლაგების წყალობით საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობს ზღვაზე გასასვლელითა და შესაბამისად ევროპისა და აზიის საგარეო ვაჭრობის ბაზრებზე წვდომით. ამჟამად განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვასა და შემდეგ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტები.


საქართველო, სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, განიხილება უზბეკეთის მნიშვნელოვან პარტნიორად მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უზბეკეთიდან ევროპის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებში საქონლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით.


მხარეებს აქვთ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში დარწმუნებული ვართ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედება კარგ პერსპექტივებს გვიხსნის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად და დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს უზბეკური საქონლის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გასატანად.


ამ თვალსაზრისით, უზბეკეთის მხარე გულდასმით შეისწავლის როგორც აღნიშნული დერეფნების საშუალებით საკუთარი ტვირთნაკადების გაზრდის შესაძლებლობებს, ასევე საკუთარი სახსრების დაბანდების საკითხს ფოთის პორტსა და დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიის მოწყობაში.


ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ასევე დაინტერესებულია უზბეკეთის პოტენციალის გამოყენებით, რომელიც აზიის შუაგულში მდებარეობს და უდიდესი ეკონომიკური და სტრატეგიული შესაძლებლობები აქვს. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა "ნავოი" ასევე კარგ ბაზისს წარმოადგენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გასაღრმავებლად სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სფეროში.


უმნიშვნელოვანეს საავტომობილო, სარკინიგზო და საავიაციო გზაჯვარედინებზე  განლაგებული ქალაქ ნავოის აეროპორტი ერთმანეთთან აკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზის და ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის კონტინენტის სახელმწიფოებს. ახალი საწარმოო ობიექტების ერთობლივი მშენებლობა ამ ადგილას, საკონტინენტთაშორისო ავიაგადაზიდვების განხორციელებაზე მუშაობა პერსპექტივაში განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება უზბეკეთისა და საქართველოსათვის.


- როგორ გესახებათ უზბეკეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამომავლოდ?


- ჩვენ მოწოდებული ვართ კვლავაც განვავითაროთ  ურთირთხელსაყრელი და პარტნიორული კავშირები საქართველოსთან. ამ მიზნის რეალიზაციისათვის მხარეები გააგრძელებენ იმ საკითხებზე აქტიურ მუშაობას, რომლებიც სხვადასხვა დონეზე კონტაქტების ორგანიზაციას, ასევე იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას ეხება, როლებმაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს.


ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მოქმედება და ყველა ნაბიჯი, რომელსაც მხარეები განახორციელებენ, პირველ რიგში ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებასა და ჩვენი სახელმწიფოების განვითარების უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საიუბილეო წელს უზბეკეთსა და საქართველოს შორის კოოპერაციის და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალი განვითარების მოწმენი გავხდებით.


ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და ამ ინტერვიუს მეშვეობით მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში და ვუსურვო მშვიდობა და მომავალი განვითარება.


 


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

შიდა ქართლში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მიხეილ ჩხენკელმა 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართა.

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პროკურატურის შენობასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

ექსპერტი: გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის ხელშეკრულება გააფორმოს

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას გულისხმობს.

 

პოლიციამ სოფელ ნუკრიანში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

50 წლის არჩილ ჯანგულაშვილი პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის ფაქტზეც.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.   

პროკურატუტასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერთიფიკატო კურსი-“დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.

სავალუტო ჯიხურის ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.