რატი იონათამიშვილი: დღეს, განათლების მინისტრთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება მოხდა

„დღეს, განათლების მინისტრთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება მოხდა“, - პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი განათლების მინისტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი განცხადებით, დღეს მოხდა სიცრუის ტირაჟირების კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა:


„რადგან ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებს არ გაუჩუმდება და ტყუილს ყველგან ამხელს, გადავწყვიტე გამოვეხმაურო განათლების მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას. დეტალებში აღარ შევალ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ვრცელი განმარტება გაავრცელა და მყარი არგუმენტებით დაასაბუთა, რომ უწყების ხელმძღვანელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. აქ მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ფეიკნიუსებით ოპონირება და ტალახის სროლით ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა. ცალკე თემაა მედიის პასუხისმგებლობა და პროფესიული სტანდარტის დაცვის ვალდებულება. სრულიად მიუღებელია გადამოწმების და არგუმენტაციის გარეშე მინისტრისა თუ სხვა საჯარო მოხელისთვის მსგავსი ბრალდების წამოყენება. ამით ხდება არა თანამდებობის პირის, არამედ თავად მედიის დისკრედიტაცია, რაც ნამდვილად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, რადგან თავისუფალ, ობიექტურ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებაში. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ გავუჩუმდებით ცრუ ბრალდებებს და ყველგან ხმამაღლა ვიტყვით, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე, ისე როგორც დღეს გავაკეთეთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.


 


სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თსუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : "კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის"

"კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის" წაიკითხა საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა კარლ ერიკ ნორმანმა.

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღეს

გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას - პარლამენტის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეფექტი საქართველოში მცხოვრები ბავშვების ცხოვრებაზე.

ნიკო ბურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოზე ნიკო ბურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრუნტის გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა.

გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძე ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც, პრეტეზიასაც კი უყენებდა სახელმწიფოს რატომ დაიწუნეთო

„მამუკა ხაზარაძეს სურს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართოს ვითომდა ინგლისელი ინვესტორები“,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ლარი დღესაც გაუფასურდა

20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9759 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9738 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.21 თეთრი შეადგინა.