“მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის პერსონალური ბლოგი თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.

„რამდენიმე დღის წინ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - ირმა ინაშვილი რომ მიუვარდა და ბატონი კრამერი რომ წამოუხტა, მაგაზეა საუბარი. კონფერენციის პირველი პანელი დაეთმო საქართველოს დემოკრატიის მომავლის განხილვას. აი ზუსტად ასეთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდენნ „IRI“-ის დირექტორი სტივენ ნიქსი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და სამთავრობო გუნდიდანაც იყვნენ წარმოდგენილები. სამეცნიერო აკადემიაში 60-70-იანი წლებიდან ჩნდება ახალი თეორია სახელად ნეორასიზმი, ანდაც კულტურული რასიზმი, ანდაც ნეოკოლონიალიზმი, რომელიც ჟან პოლ სარტრეს ეკუთვნის.


ის ამბობს, რომ რასიზმმა ფერი იცვალა და ის ბიოლოგიიდან უკვე კულტურაში და ცივილიზაციაში ინაცვლებს. ამას ევროცენტრებსაც უწოდებენ, ეს ის მდგომარეობაა, როცა სწორ გზას ისინი წარმოადგენენ, ხოლო განსავითარებელი ობიექტი მათ უნდა დამესგავსოს.მარტივად რომ ავხსანთ ეს თეორია, დაახლოებით ასეთი კონფიგურაცია დაჯდება - ამ ცივილიზაციური რასიზმის თეორიით, მაგალითად, ძველი შავკანიანის როლს ახლა ირმა ინაშვილი ირგებს, ხოლო თეთრკანიანი მაგალითად კონდოლიზა რაისი ხდება. არ შევეხოთ შინაარს, რაზე იყო იმ პანელზე საუბარი, ჩვენ გვაინტერესს ფორმა და მიმართებები ადამიანების ერთმანეთთან. ამ ნეორასიზმს აქვს ბევრი პერსპექტივა, ერთია, როგორ გვიყურებენ ჩვენ დასავლეთიდან, მეორეა როგორ ვუყურებთ ჩვენ მათ, როგორია ხალხის განწყობა და ვინ არიან შიდა კოლონისტები, ანუ მათი აქაური დამხმარეები.


როგორ გვიყურებენ ისინი ჩვენ - რეალურად მაკკეინის ინსტიტუტი და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში მაკკეინის სახელთან ასოცირდებიან, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობისადმი“. ზუსტად ესაა კოლონიალისტური მიდგომა, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი და შენ უფლებას აძლევ თავს, განიხილო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა დემოკრატიის განვითარება, საქართველოს ბედი გადაწყვიტო და ასე შემდეგ.შეეხო პრობლემებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომლებიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და თვლიან, რომ დამნაშავეა და ობიექტურად დამნაშავეა ეს ჯგუფი. უფრო მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებ, რომ შეიყვარონ მაგალითად გიგა ბოკერია.ისინი, ვინც მათ დამნაშავეებად მიაჩნიათ. შენ ამით საზოგადოებას ეუბნები, რომ მათი განწყობა საერთოდ არ გაინტერესებს.ჩვენც ამ ცივილიზაციური რასიზმის ნეოკოლონიალიზმის პერიოდი გვაქვს ახლა, სადაც ცოდნის და კულტურის მომტანი მთლიანად დასავლეთია.ეს დაახლოებით ის მოდელია, როგორც მე-19 საუკუნეში რუსი ჩინოვნიკები ქართველებს ამადლებდნენ ცივილიზაციის შემოტანას საქართველოში.


როგორ იქცევიან შიდა კოლონისტები - ჩვენ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან იმდენად შევიყვარეთ დასავლეთი, რომ ის აბსოლუტურ სიკეთედ გამოვაცხადეთ მიუხედავად იმისა, რომ იქ განსხვავებული თეორიებია.ნამდვილი დასავლეთი ზუტადაც დასავლეთის კრიტიკა უფროა.თუმცა ჩვენ ყველა იქიდან მოსულს ერთნაირად აღვიქვამთ, კრამერი და ზოგადად მაკკეინის ინსტიტუტის აქტივობა უკვე აპრიორი პოზიტიური მოვლენა გვგონია მიუხედავად იმისა, მაკკეინი ჩვეულებრივი ნეოლიბერალი და იმპერიალისტი რომ იყო. ჩვენ ორი პერსპექტივა გვაქვს, ანუ ჩვენ როგორ ვუყურებთ მათ და ისინი როგორ გვიყურებენ ჩვენ. არ აქვს განსხვავება შიდა კოლონისტი ვინ იქნება, „ქართული ოცნების“ წევრი თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა ბოკერია თუ სხვა ვინმე, მისთვის ყველა ერთია, მთავარია აღიარებდეს ერთ რამეს, რომ ქართველი ჩამორჩენილია, ხოლო დასავლეთი არის პროგრესული.


როგორ უყურებს ხალხი იმას, რომ მათ გარეშე წყდება ბედი?


ირმა ინაშვილი, რომელიც შევარდა იმ პანელზე და ატეხა ერთი ამბავი, აბორიგენი მკვიდრი მოსახლე გამოდის, გაბრაზებული მოსახლე, რომელსაც არ უნდა საკუთარი ადგილი დაუთმოს სხვებს. როცა ირმა ინაშვილი არ შეუშვეს იმ პანელზე, სადაც ირმას ბედსაც წყვეტდნენ ირმას გარეშე და ეხებოდნენ საქართველოს პრობლემებს ქართველების გარეშე, ეს იყო კლასიკური შემთხვევა ცივილიზაციური რასიზმისა“


ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

ზუგდიდში ახალგარზდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

„Freedom Barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილს, ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. 

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.

ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა

"სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა",- ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ჩააბარა მან იმ უნივერსიტეტში, რომელიც "კაგებეს" დაფუძნებული იყო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 დავით წითლიძემ და შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს 

ქვემო ქართლში მიმდინარე და  დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. 

 

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაია: ვფიქრობ, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს ვირუსი არ აღმოაჩნდებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წელის ქალს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

განათლების სამინისტრო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან ხანძარია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. 

კორონავირუსთან დაკავშირებით 112 განცხადებას ავრცელებს 

კორონავირუსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს. 

თამარ გაბუნია: თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მილანიდან ჩამოსული მგზავრების გადაყვანა მოხდეს. 

საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

არჩილ თალაკვაძე: თუ 40% ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, ამისთვის მზად ვართ

„არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად 40% თუ პრინციპული მოთხოვნაა, მზად ვართ“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად.

გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს.