ირაკლი ლექვინაძე: "მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას"

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმებს განიხილავენ.

 

ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან  საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო5-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები ევრო4-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ევრო4-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევრო5-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, რეგულაციის  2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-2021 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი  სრულად შეიზღუდება. აღნიშნულის გათვალისწინებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნა  გამოცხადდეს 1წლიანი მორატორიუმი ადგილობრივ ბაზარზე ევრო4-ის სტანდარტის დიზელის საწავავის გამოყენების თაობაზე.


„შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს განხილვები  დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში აღინიშნა. მათ შორისაა იმპორტის მოცულობა, 40% ია ბაზარზე  პროდუქტის წილი, რომელიც იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და რეგულაციის  2020 დან ამოქმედებით იმპორტის ეს ნაწილი სრულად  იზღუდება. არის ასევე შეფასებები, რომელიც უკავშირდება ემისიებს, ავტო პარკის ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასთა შორის სხვაობის საკითხები. ჩვენს აპარატს მხარდაჭერისთვის მომართა ნავთობიმპორტიორთა კავშირმა და კომპანია „სოკარმა“. ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციას, სადაც  ავსახავთ კერძო სექტორის მოთხოვნისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ინფორმაცია რომელიც ბიზნესისგან დღეს მოვისმინეთ ვფიქრობ ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე იქნას განხილული და შესაბამისად  მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ „ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


ლევან ახვლედიანი: მზად ვართ ანაკლიის პროექტზე პარლამენტში ვისაუბროთ

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პარლამენტარების მიწვევა და პროექტზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით უნდა მოხდეს. 

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ოპერასთან აქცია მიმდინარეობს

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" უნდა გაიხსნას, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი კვლავ გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

 
პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შს სამინისტროს თანამშრომლებმა, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

პარლამენტში გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.

 
თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელია. ორდღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ცენზორ ნეტი" ავრცელებს.

გიორგი შარვაშიძემ „თსუ“-ს დუდუ დადიანის თასის მოპოვება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო მიღება გაიმართა.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: გვინდა შევისწავლოთ საქართველოს გამოცდილება ტურიზმის კუთხით

"ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ვიზიტი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს".

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ნათია თურნავა: უზბეკეთი ისწრაფვის დივერსიფიკაციისკენ და საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ამ საშუალებას აძლევს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ელიორ განიევს შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკვანძო საკითხები განიხილა.

გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრ ელიორ განიევს შეხვდა.

გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოვლინდა.