გია აბაშიძე: კომპანია "მერიდიანის" უკან რუსი ოლიგარქები დგანან

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, "ანაკლიის პორტის" ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი კომპანია "მერიდიანის" უკან რუსი ოლიგარქები დგანან, რაც დაუშვებელია. 

ამის შესახებ გია აბაშიძემ "კვირას" პრეს–კლუბში პარასკევს, 20 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.


როგორც გია აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ბრიტანული კომპანია „მერიდიან კაპიტალია“, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უარით გაისტუმრა. აბაშიძის თქმით, ამ კომპანიის უკან ყაზახი ინვესტორები დგანან და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ტულის ოლქის გუბერნატორთან თანამშრომლობს, ასევე პუტინთან დაახლოებული პირია. ანალიტიკოსი მთავრობას ამ კომპანიის საკითხის საფუძვლიანად მოკვლევას სთხოვს:


„მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ არის საერთაშორისო კომპანია. უმეტესწილად მისი დამფუძნებლები არიან ყაზახი ბიზნესმენები. ერთ-ერთი დამფუძნებელი ევგენი ფელდი, ირკვევა, რომ არის დაკავშირებული ალექსეი დიუმინთან, რომელიც გახლავთ ტულის ოლქის გუბერნატორი რუსეთში, პუტინის ყოფილი პირადი მცველი, რომელსაც ანალიტიკური ცენტრები მოიაზრებენ როგორც მის მემკვიდრეს პრეზიდენტად. იბადება კითხვა, როდესაც „მედასავლეთედ“ გვევლინება ხაზარაძე, საზოგადოებას სთავაზობს ასეთ ურცხვ ტყუილს, რომ ეს არიან ბრიტანელი ინვესტორები, სინამდვილეში ესენი არიან ყაზახურ-რუსული ინვესტორები. როგორ აპირებს პოლიტიკა გააგრძელოს ამდენი ტყუილებით და ამდენი სიყალბით? ეს დიდი ალბათობით არის რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა და ამის შემოთავაზება იმ ფონზე, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტში არანაირად არ უნდა იყოს რუსული და ჩინური ბიზნესინტერესები, ამის შემოსაღება არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


მისი თქმით, ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უმსხვილესი პროექტის მშენებლობაში, როგორიც ანაკლიის პორტია, რუსული კომპანიის შემოპარება მამუკა ხაზარაძის გეგმა იყო, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს.


"ამიტომ ამ კომპანიის შემოსაღება, როგორც ბრიტანული ინვესტორის, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი ტყუილებით თუ აპირებს ბატონი ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლასა და დამკვიდრებას, მერწმუნეთ, რომ შორს ვერ წავა და ძალიან მალე დაამთავრებს. მისი განცხადება, რომ ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა დაბლოკა ბრიტანელი ინვესტორი, არის ძალიან დიდი ტყუილი. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამინისტროები და მთლიანად მთავრობა შეისწავლიან ამ საკითხს და პასუხს გასცემენ მას", - აღნიშნა გია აბაშიძემ.


 


ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

სამეგრელოს რაიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაბუამ შვილიშვილს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.