ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.  

 

ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ.  


„ვილნიუსის სკვერი, რომელიც მთაწმინდის  ერთ-ერთ თვალსაჩინო და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. დღევანდელი კონცერტიც ეძღვნება მთაწმინდელებს, რომლებსაც ამ სკვერს, ასე ვთქვათ, ვაბარებთ. თბილისის მერიის პრიორიტეტი არის  გამწვანების ღონისძიებები და მუნიციპალიტეტი ყველა უბანში აქტიურად განახორციელებს მსგავს სამუშაოებს “, - განაცხადა მაია ბითაძემ.  


ვილნიუსის სკვერის პროექტის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია და იგი ლიეტუვის მხარემ საჩუქრად გადასცა თბილისს.


სკვერის სრული რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ,ვაიდას რამოშკამ შექმნა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.


პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.


სკვერში დამსვენებლებს ასევე, საშუალება აქვთ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეუძლიათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.


პროექტის განსახორციელებლად, მთაწმინდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.


ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

სამეგრელოს რაიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბაბუამ შვილიშვილს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

ნათია თურნავა:თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

მესტიაში ძმამ ძმა ცივი იარაღით მოკლა

მესტიაში, სოფელ ცხუმარში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც ცნობილია, ბრალდებული და მსხვერპლი ძმები იყვნენ. 

ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები, დაახლოებით, 10 დღეა მიმდინარებს.

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან - „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა.

"რუსთავი 2"-ის 60%-იან წილს ყადაღა დაედო

იურისტ კახა კოჟორიძის ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმაძისა და დავით დვალის სარჩელი, საქალაქო სასამართლომ განსახილველად მიიღო.

თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა.

ზვიად კორძაძე: მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე 17 ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად "მუქარის წერილზე" აღმოჩენილია 17 ანაბეჭდი.

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და იგი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა რთულია.

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორაციულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორაციული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება.

ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი გახარია ბიზნესმენებს: მნიშვნელოვანია სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია გვქონდეს

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

9 თვეში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში $9.1394 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა

პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა - დანაშაულის მომზადების პროცესში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი.

 
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია: გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. 

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები "მუქარის წერილის" ორიგინალს დღეს პროკურატურას გადასცემენ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატები სასამართლოში წარდგენილ "მუქარის წერილს" დღეს პროკურატურას გადასცემენ. მანამდე კი, ადვოკატები წერილს მედიას 12:00 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობენ.

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს მელიორაციამ   ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩილეში, საპროტესტო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მიმდინარე აქციების დროს, შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

პარლამენტში ლევან მიქაბერიძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.