სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა - პროდუქციის რეალიზაცია იტალიაში იგეგმება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.


ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ფარცვანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლოკოკინების ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო. 


სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან
განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ამირან გულუაშვილი: მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა

„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

 

თადუმაძე: ადამიანები, რომლებიც დიპლომზე კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგი ოთხმეზური, რომლის ვაჟის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

6 თვეში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, 6 თვეში თვითმკვლელობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა.

კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედი", კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ბრიფინგს გამართავს.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს "მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი.

ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.

რიმა ბერაძე: აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ უპასუხა.

ლევან ჟორჟოლიანი: არ არის ნორმალური, როცა საკრებულოს სხდომა ხელოვნური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

თედო ისაკაძე: მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობრივი ზრდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

„მაზდას“ იაპონური საღამო

იაპონური პრემიუმ ბრენდის „მაზდას“ ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, „მაზდა ცენტრი თეგეტამ“, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა.

ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

დაჩი ბერაია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს": ველოდები, რომ თავისი უგუნური საქციელი გამოასწორონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უგუნური საქციელის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია: მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განცხადება გააკეთა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება.