ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე 60%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე 60%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, 2019 წლის 9 თვეში, მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.


ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის  მონაცემზე 16%-ით მეტია.


ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (533 206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (93 067 ბოთლი), პოლონეთი - 18% (2 905 372 ბოთლი) და ჩინეთი - 11% (5 334 939 ბოთლი). ექსპორტის ზრდის დინამიკა ასევე შეიმჩნევა შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 52% (503 832 ბოთლი), გერმანია - 36% (476 145 ბოთლი), ბელარუსი - 35% (1 606 565 ბოთლი), ისრაელი - 88% (218 921 ბოთლი), ესტონეთი - 19% (499 736 ბოთლი), რუსეთი - 11% (41 112 235 ბოთლი), მოლდოვა - 5717% (411 812 ბოთლი), ნიდერლანდები - 21% (73 078 ბოთლი), ჩეხეთი 102% - (62 700 ბოთლი), შვედეთი - 397% (55 506 ბოთლი), ბულგარეთი - 51% (24 228 ბოთლი), ავსტრალია - 15% (19 636 ბოთლი), კანადა - 2% (121 650 ბოთლი), მონღოლეთი - 13% (184 212 ბოთლი) და ა.შ.


საექსპორტო  ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი).


9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.


გარდა ღვინისა, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის  მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც  54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.


გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც  54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.


საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი  236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


 


ნიჭიერი ქართველი მომღერლის, ეკა გოგლიძის მოგზაურობა სცენისკენ

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.

კახა კალაძე: კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ჯერჯერობით საშიშროება არ არსებობს.

ბაჰრეინსა და ქუვეითში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ბაჰრეინსა და ქუვეითშიც დადასტურდა. 

თიბისი IT აკადემია UX-ის კურსზე სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემიაში UX (User Experience/მომხმარებელთა გამოცდილება) Boot camp-ის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.

ასპინძაში კაცის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

25 თებერვალს ჯივიპი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 25 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ვაგზლის ქუჩა N1-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველი: იმის შანსი, რომ კორონავირუსი გვაქვს, ძალიან დაბალია

"არავინ არ ვიხოცებით აქ, არავისთვის რომ არ გვინდოდა საფრთხის შექმნა იმიტომაც დავთანხმდით  წამოსვლაზე. ვართ იზოლირებული, ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას", - ამის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მარიამ ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კარანტინის პერიოდს საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში ატარებს.

ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა. 

ისრაელმა "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა.

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2619-ს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2619 აღწევს, ხოლო 500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია"  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.