თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში ზანდუკელის 38 ნომერში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 

როგორ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს ჰქონდა, ადგილზე მუშაობდა 5 ბრიგადა. 


ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშვებულა. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ ქართველებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და კორონავირუსის გამო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. 

ჩინეთიდან ევაკუირებული ქართველი: იმის შანსი, რომ კორონავირუსი გვაქვს, ძალიან დაბალია

"არავინ არ ვიხოცებით აქ, არავისთვის რომ არ გვინდოდა საფრთხის შექმნა იმიტომაც დავთანხმდით  წამოსვლაზე. ვართ იზოლირებული, ვიცავთ სიფრთხილის ყველა ზომას", - ამის შესახებ ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე მარიამ ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კარანტინის პერიოდს საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში ატარებს.

ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა. 

ისრაელმა "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა.

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2619-ს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2619 აღწევს, ხოლო 500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია"  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.

ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა დროებით შეჩერდება 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საგზაო პროექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“  ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალა. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.