საკითხები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე განიხილეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.


მათივე ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.


თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი.


საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.   


ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი.


ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას. 


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.


საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. 


განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა  ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება. 


საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი. 


ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის საჭიროება. 


დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ, იმ პირობებში როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად და უპირობოდ შესრულების, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. 


მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. 


მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე "საზოგადოებრივი ჯანდაცვა: გადამდებ დაავადებათა მართვის საუკეთესო პრაქტიკა". მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ზამთარში გრიპის გავრცელების პრევენციის ხელოვნური საბაბით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის აბსურდულობა. 


მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში.


ვენეციაში კორონავირუსის გამო ყველა სკოლა დაიხურა

იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ყველა სკოლა დაიხურა. 

ისრაელმა "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორსა და სირიაში "ისლამურ ჯიჰადზე" ავიაიერიში განახორციელა.

 

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2619-ს აღწევს

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2619 აღწევს, ხოლო 500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

"მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება სასტიკად აკრძალულია"  

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში სერბეთი 94:90 დაამარცხა. 

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპნიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

ზემო ლილოში ხანძარია

ზემო ლილოში ბალახს და ბუჩქებს უკიდია ცეცხლი. ამის შესახებ PIA.GE -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები.

დავით ზალკალიანი: საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევორპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად

The Financial Times, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს საფუზველზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილებაც შეიზღუდოს 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. 

მეუფე გრიგოლი: ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება უხერხულია", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე მეუფე გრიგოლმა საკვირაო წირვის შემდეგ განუცხადა.

 

პარლამენტში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში "თბილისის დამცველთა დღე" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „თბილისის დამცველთა დღე“ მონაწილეობა მიიღო.

ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა დროებით შეჩერდება 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საგზაო პროექტზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, იზოლირებულ შენობაში განთავსდნენ

ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“  ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.

საქართველოს ჩემპიონატს ჭაბუკ მოკრივეთა შორის ქუთაისმა უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი თავისუფალა. ინფორმაცია PIA.GE-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

მეუფე გრიგოლი: პატრიარქი საქართველოს მწყემსია და მის მიმართ ბრძოლა გაძლიერებულია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უკვე ათეული წელია, როგორც "საქართველოს მწყემსს", ებრძვიან.

პრეზიდენტი: ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.