6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ამის შესახებ საქართველოს  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.


მისივე შეფასებით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში.


“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”,-აღნიშნა ომბუდსმენმა.


როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.


 

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

"გრიგოლ ვაშაძე ძალიან არ მომწონდა, ათიდან რვა საკითხში არ ვეთანხმები, იმიტომ მივეცი ხმა რომ ქვეყნისთვის კატასტროფა ამეცილებინა"

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატს, მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნისთვის სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით გამოწვეული კატატროფა აეცილებინა თავიდან.

ტაქსის მძღოლი, რომელმაც ვაკეში ტურისტზე ფიზიკურად იძალადა, დააკავეს

შსს- ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​