გიორგი ვოლსკი: მამუკა ხაზარაძემ კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის "ნაცმოძრაობისეული" მეთოდიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

"ანაკლიის პორტთან თუ სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის (უფრო მცდელობის) ნაცმოძრაობისეული მეთოდიკა. გათვლა იმაზეც კეთდება, რომ ძველი ამბების მიმართ საზოგადოების ემოციური კავშირები შესუსტებულია და მისი აზრით, რასაც გინდა იმას შეასაღებ, თანაც "სკანდალური დეტალების" გამოაშკარავებით. ასეთი ხასიათის მორიგი განცხადება მოვისმინეთ "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით.


მოდით, გავიხსენოთ ზოგიერთი დეტალი და სურათიც ნათელი გახდება. ყველას ახსოვს ყაჩაღური თავდასხმა ბანკ "ქართუზე" 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და საფრთხე შეუქმნა რეჟიმს. მაშინ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დახმარებით ბანკის გაკოტრების უკანონო პროცესი დაიწყო. იმავე მიზეზით და მეთოდით სრულდებოდა ბრძანება კახა კალაძის "პროგრეს ბანკის" დატერორების შესახებ. აშკარად, ყველას თვალწინ, დაიწყეს მენეჯმენტის, დეპოზიტარებისა და კრედიტორების დაშინება! დაიწყო ბანკის გაკოტრების პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დახმარებოდა "პროგრეს ბანკს", რათა, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია და ამასთანავე, გადაერჩინა დეპოზიტარები, რომლებიც უფულოდ რჩებოდნენ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში. თუნდაც პოლიტიკური ქველმოქმედება დავარქვათ ამ აქტს, ვინმეს უნდა გაუკვირდეს მისგან ქველმოქმედება? საზოგადოებაში არასოდეს კითხვაც არ დასმულა ამ ნაბიჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით. თვითონაც კარგად იცის ხაზარაძემ, რომ არასოდეს, არც მაშინ და არც ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკის მმართველობაში მონაწილეობა არ მიუღია, არც პირდაპირ, არც წარმომადგენლის მეშვეობით. არ ჰყოლია წარმომადგენელი არც დირექტორთა, არც სამეთვალყურეო საბჭოში; ეს იყო იმ დროსათვის საგანგებოდ აუცილებელი ერთჯერადი აქტი. ისიც შესანიშნავად იცის, რომ ბოლოს, როდესაც "პროგრეს ბანკი" გაიყიდა, ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრიც არ მიუღია", - წერს გია ვოლსკი.


ირაკლი ანთაძე: ახალგორის გადასასვლელების გახსნაზე პასუხი უცვლელია

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. 

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ

„შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი - მასპინძლის სახლის დაზღვევა

თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ პროდუქტს - მასპინძლის სახლის დაზღვევას სთავაზობს.

კახა ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ ვუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარს არ უჭერს. მისი ინფორმაციით, მმართველ გუნდში არიან სხვა დეპუტატებიც, რომლებიც ასევე, არ იზიარებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

ისრაელის არმია ღაზას სექტორს უტევს

ისრაელის არმია ღაზას სექტორში არსებულ ობიექტებს უტევს. ამის შესახებ ინფორმაციას ცახალის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის

"თქვენ გახარებთ ამ ქვეყანაში პრობლემები და ამას იყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში - ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება

ელიტ ელექტრონიქსმა თავის მაღაზიათა ქსელში ინოვაციური პროექტი Trade-in დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მისცეს ადამიანებს საშუალება ძველი ტექნიკა ჩაანაცვლონ - ახლით.

ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს: სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფა დაასრულონ.

მიხეილ ყაველაშვილი: ბოდიში ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში

„ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კომპანია BioChimPharm ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა.

„ამ ადამიანზე წესის აგება არ შეიძლება, ეს არის სექტა“ – დეკანოზი გარდაცვლილ ბიჭზე

დეკანოზ გიორგი რაზმაძის თქმით, ავარიაში დაღუპული 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც "გირჩის“ მიერ დაარსებული “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავრი იყო, რელიგიური წესით არ უნდა დაკრძალონ.

"მახსოვხარ ჩირგვებში" - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება გრძელდება

პლენარულ სხდომაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. ამჟამად დაპირისპირება უმრავლესობის დეპუტატებსა და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის მოხდა.

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 140 მლნ ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების 12 ნოემბრის აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აკაკი ზოიძე: ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა  

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტები პირველად გადაუდებელ დახმარებაში მოამზადა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მედიის წარმომადგენლებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება ჩაუტარა.

დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს

სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის სარჩელის განხილვა, ერთი წლის შემდეგ, შეცვლილი მოსამართლის მიერ მოხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, არსებობს კითხვა, რატომ დაეწერა მისი საქმე კონკრეტულად გენადი მაკარიძეს, რომელიც სულ ორი თვის წინ დაწინაურდა.

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს 100 000 დოლარით დააფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს.