ფილმის "უნიკალური ქართული გემო" ჩვენება გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს.

ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ტრადიციული ქართული პროდუქტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი - გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.


"მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს, იგი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა. ამ დღეს, FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ გლობალური მიზნის მხარდასაჭერად, FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამასთან და EBRD-თან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს სასურსათო სისტემების მიმართულებით, ადგილობრივი ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.


ღონისძიება ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რაიმუნდ იელემ, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა გახსნეს. როგორც იელემ აღნიშნა, FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ პროცესში კი, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერა.


"სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები", - განაცხადა რაიმუნდ იელემ.


სოფლის მეურენობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ჟურნალ National Geographic-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი „უნიკალური ქართული გემო“ ქართული GI პროდუქტების შესახებ მომზადდა. მასში სულგუნისა და თუშური გუდის ყველის წარმოების იმ ტრადიციებსა და გემოვნურ თვისებებზეა საუბარი, რომლებიც მხოლოდ მათი წარმოშობის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და ბუნებრივ ფაქტორებზე - მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე, კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე ადგილობრივთა ცოდნაზეა დამოკიდებული.


ღონისძიების ფარგლებში ქართული სამზარეულოს, ტრადიციული კერძების, პროდუქტებისა და მათი შემქმნელების შესახებ  ფოტოგამოფენაც  მოეწყო. გამოფენისთვის National Geographic-ის Your Shot ფოტოკონკურსის - "მშობლიური გემო" - საუკეთესო ნამუშევრები შეირჩა. ღონისძიების ბოლოს კონკურსის საუკეთესო ფოტოების ავტორების დაჯილდოება გაიმართა


მსოფლიო სურსათის დღეზე FAO-ს დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და დღეს მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.


კენეტ იალოვიცი: საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის განცხადებით, საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯებს უკან დგამს. 

ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

2019 წლის 18 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ისწარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან.

ცანა-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ცანა-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ხვალ რომ არჩვენები ტარდებოდეს ვის აირჩევდა მოსახლეობა - IRI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებუსლი კვლევის თანახმად ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" ხმათა 23 - % მიიღებდა, ენმ - 15%.

რუსთაველის გამზირზე, სულ, 37 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მესტიაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება

“2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ნინო ლომჯარია: კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად მსჯელობის განახლებას მხარს ვუჭერ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. 

არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.