ლაშა ნაცვლიშვილი: დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდი საჯარო ინტერესია, ვიდრე ბოკერიას დასჯა

„დემოკრატიის კონსოლიდაცია უფრო დიდ საჯარო ინტერესად მივიჩნიეთ, ვიდრე ვიგინდარა ბოკერიას დასჯა“, - განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დემოკრატიის გადასარჩენად მოხდა ის, რომ ყველა კრიმინალი არ არის დაკავებული. 

„დიახ, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება, რათა სრულად არ განადგურებულიყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, არჩევნებში დამარცხდა და გადავიდა ოპოზიციაში. ჩვენ რომ გვესარგებლა მხოლოდ ვინმე კონკრეტული ადამიანის დასჯის ტესტით, მაშინ იმ მოწვევის პარლამენტის დარბაზი მთლიანად დაიცლებოდა ნაციონალური მოძრაობისგან, იმიტომ რომ უკლებლივ ყველას ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. სად გავავლეთ ზღვარი? ზღვარი გავავლეთ ძალადობრივი დანაშაულისა და ისეთი განსაკუთრებული ფორმის კორუფციაზე, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იყო“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


იხილეთ ვიდეო: https://www.imedi.ge/ge/video/43437/lasha-natsvlishvili-stumrad-dgis-qronikashi?fbclid=IwAR0syF86tllpHo_IFjqpfeS8Cj4Kgor4fhb5A5Q0sRh4cDS9acRWJBCrXrI



მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შერჩევითი მართლმსაჯულება მისი საუკეთესო ჰუმანისტური გაგებით. შერჩევითი მართლმსაჯულება გადახრილი არა რეპრესიისკენ, არამედ - შემწყნარებლური მიდგომისკენ.



„კიდევ ვამბობ, პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო აბსოლუტური მისია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მოვიდა და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციული დემოკრატიიდან მომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევები, რომ იქნებ გადააბიჯოთ. უკლებლივ ყველა აღიარებდა, რომ კანონიერია. რომ დაგევლო პარლამენტი და გარედან დაგერტყა მავთულხლართი, ან სამინისტროებზე მით უმეტეს ძალოვანზე და უკლებლივ ყველა სამართლებრივ პასუხისმგებაში მიგეცა, აბსოლუტურად კანონიერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევა და რატომ ვუსმენდით მათ, იქნებ ამაღლდეთ და ფორმალისტურად ნუ მივუდგებით, იმიტომ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ ოპოზიცია გადარჩეს“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.



ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და იმ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად აირჩია და თუ სადმე ლეგიტიმური კრიტიკა გაისმის შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ის დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება.



„ჩვენ საქართველოს მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ აგვირჩია საქართველოს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად და თუ სადმე ჩვენი ლეგიტიმური კრიტიკა არის შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ის შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება. რაც შეეხება კოჰაბიტაციას - ეს არის შედეგი, ჯამური კრებსითი სახელი იმ პროდუქტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით და ჩვენი მონაგარია. მწარეა ეს მონაგარი? დამნაშავეები აქეთ დაჭრით გვემუქრებიან? მწარეა“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.

ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ვითარების გამძაფრებას ცდილობენ.

საქართველოს დელეგაცია პარიზში "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, 12-14 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გია ვოლსკი: არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას დავაზიანებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას დააზიანებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ხელოვნება, ეპოქები და ტენდენციები“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება გაიხსნება.

ქუთაისში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "მხეიძე სირცხვილია"- ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პროპროციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

თსუ საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“-ს უმასპინძლებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით 15 ნოემბერს 09:30 საათზე, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

           

ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

"პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყებ საპროტესტო აქციებზე, პირველი აქცია ჩატარდება კვირას",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. 

ვახუშტი მენაბდე: რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ორ შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა შესაძლებელი.

 

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე განცხადებას ავრცელებს

"გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ზუგდიდის მერმა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში უმასპინძლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კოსტანტინე კაკავასთან ერთად, დღეს, მერიაში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში, ალექსანდრა ქოულს უმასპინძლა.

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა.

წინამძღვრიშვილის N1-ში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, წინამძღვრიშვილის N1-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.