სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს - ზალკალიანი ოპონენტებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე საპასუხოდ სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სირცხვილი მათი საქმიანობის ამსახევლი ნულებია. 

"მე ხელთ მაქვს შედეგები და სტატისტიკა, თუ რა იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე და ასევე ჩვენი საქმიანობის შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს აქტუალიზაციის კუთხით, მათ შორის, მიღებული რეზოლუციების რაოდენობის თვალსაზრისით. აქ დღეს გამოდიოდა ჩვენი ერთი ოპონენტი და იმასაც ცრუობდა და საზოგადოება შეყავდა შეცდომაში, რომ თითქოს ნული არის საერთაშორისო მხარდაჭერა და უმაღლეს დონეზე საქართველო განხილვის თემა არ არის. დღეს ვისაუბრე ამ თემაზე და ისინი არც მისმენდნენ. საზოგადოებას ვესაუბრები და მინდა მათ გაიგონ და შედეგით იმსჯელონ და არა იმ რიტორიკით და უმსგავსო გამონათქვამებით, რასაც ოპოზოზიცია დღეს კადრულობდა" - განაცხადა მინისტრმა.


მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ოპონეტნტების კრიტიკის უპასუხა და კონკრეტული სტატისტიკა მოიყვანა იმ საერთაშორისო მხარდაჭერის, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო ასპარეზზე.



“აი სირცხვილი რა არის - 2012 წლამდე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ იქნა ერთხელ, 2012 წლის შემდეგ- 6 ჯერ, გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 2012 წლამდე - 0, 2012 წლის შემდეგ - 3 რეზოლუცია; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრის ანგარიში 2012 წლამდე - 0, 2012 წლის შემდეგ- 3; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილის გადაწყვეტილებები საკითხზე „ევროპის საბჭო - კონფლიქტები საქართველოში“ 2012 წლამდე - 0, 2012 წლის შემდეგ- 5; ევროპის საბჭოს გენ. მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში- „კონფლიქტი საქართველოში“ 2012 წლამდე - 6 განხილვა, 2012 წლის შემდეგ- 11 განხილვა. ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს”-განაცხადა მინისტრმა.


ზალკალიანმა ოპონენეტებს მიმართა შეკითხვით, თუ რატომ არ გამოიყენეს 2008 წლის შემდგომ მყისიერი შესაძლებლობა სანქციების დაწესების თვალსაზრისით


"მე ვეკითხები მათ, მაშინ, როდესაც კონფლიქტი ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის შემდეგ, ყველამ კარგად იცის, რომ გაცილებით მარტივია, როდესაც საკითხი არის ცხელი, როდესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თუნდაც ის ახალი დასრულებული იყოს, რომ მიაღწიოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ ზემოქმედებას ოკუპანტ ძალაზე და იმაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რატომ ვერ მიაღწიეს მათ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?
აი, ეს არის სირცხვილი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


სალხინოს ტყეში ხანძარის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები

„ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.

პრემიერი აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

"შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. 

გიორგი გახარია: მერწმუნეთ, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის სტაბილური გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კახა კალაძე: ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განსხვავებაა არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის. 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა.

დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

"მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზებ წარადგინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი "Salon Savim Automne" გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალი ინიციატივით გამოდის.

კახა კალაძე: საზოგადოების განწყობის გასაგებად კვლევები არ მჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს გარეგანი ძალების ჩართვა სრულიად შესაძლებელია ისეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში, სადაც არსებული გარემო ქმნის შესაბამის პირობებს პროცესებში ჩასართავად.

დავით ბერძენიშვილი: შვილის სასამართლოზე ყოფნა ჩემი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა

„შვილის სასამართლოზე ყოფნა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მესტიაში, ეცერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე- მაშველები სამუშაოებს განაგრძობენ.

ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. ეს იქნება 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური პირველი კომისიის სხდომა.

კობა ლურსმანაშვილი: მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის.

პარლამენტთან აქციის დაშლისას 5 ადამიანი დაშავდა

გუშინდელი აქციის შედეგად, სულ, 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან ორი სამართალდამცველია.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს.

მარტვილის ტყეში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ტყის ქვედა საფარზე ხანძარია.