საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე ახალ წევრებს აირჩევენ

საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას - საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის და ევროკავშირის ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის“ პროექტის მხარდაჭერით სასტუმროში ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ტარდება.


საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.


,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.


2019 წლის 20 და 21 ოქტომბერს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ წევრს ეწურება. შესაბამისად, დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით :


2 წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე;


1 წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;


2 წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული - საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტაზე;


1 წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტაზე.


საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი, ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.


საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.


პროკურორთა კონფერენციას ესწრებიან პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები.


საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულია სახალხო დამცველი, კონფერენციას ასევე დაესწრებიან ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტში.


სალხინოს ტყეში ხანძარის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარედგინებათ - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები

„ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია, შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისთვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა“, - ნათქვამია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის განცხადებაში.

პრემიერი აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

"შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. 

გიორგი გახარია: მერწმუნეთ, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის სტაბილური გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

კახა კალაძე: ძალიან ბევრმა, შესაძლოა, არ იცოდეს რა განსხვავებაა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლოა არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განსხვავებაა არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის. 

მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა.

დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

"მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზებ წარადგინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი "Salon Savim Automne" გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო.

დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით ახალი ინიციატივით გამოდის.

კახა კალაძე: საზოგადოების განწყობის გასაგებად კვლევები არ მჭირდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობა.

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს

თეირანი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ მოსახლეობას აკისრებს გარეგანი ძალების ჩართვა სრულიად შესაძლებელია ისეთი სახელმწიფოების შიდა საქმეებში, სადაც არსებული გარემო ქმნის შესაბამის პირობებს პროცესებში ჩასართავად.

დავით ბერძენიშვილი: შვილის სასამართლოზე ყოფნა ჩემი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა

„შვილის სასამართლოზე ყოფნა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მესტიაში, ეცერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე- მაშველები სამუშაოებს განაგრძობენ.

ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. ეს იქნება 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური პირველი კომისიის სხდომა.

კობა ლურსმანაშვილი: მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნები სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის.

პარლამენტთან აქციის დაშლისას 5 ადამიანი დაშავდა

გუშინდელი აქციის შედეგად, სულ, 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან ორი სამართალდამცველია.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს.

მარტვილის ტყეში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ტყის ქვედა საფარზე ხანძარია.