ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს

საქართველოს პარლამენტმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული ცვლილებები ეროვნული სატყეო სააგენტოს იმ თანამშრომლებს შეეხებათ,  რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის და აღკვეთის უფლებამოსილება.


„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ძირითადი მიზანია შეიქმნას,  აქამდე არ არსებული სოციალური დაცვის გარანტიები. კერძოდ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების მიღების შემთხვევაში - ერთჯერად ფულად დახმარებას და სხვა.


ერთჯერადად ფულადი დახმარებები გადაეცემათ იმ თანამშრომლებს, რომელთა ჯანმრთელობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგება ზიანი. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებულ თანამშრომელს, ერთჯერადად 7 000 ლარი გადაეცემა; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 4 000 ლარი; ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანების შემთხვევაში კი - 2 000 ლარი.


კანონში შეტანილი ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ  უფლებამოსილების შესრულება, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა წარსულში.


კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ასეთი ფაქტის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპული თანამშრომლის დაკრძალვისთვის გამოიყოფა თანხა 500 ლარის ოდენობით.


ახალი კანონმდებლობის თანახმად, თუ რეგიონული სატყეო სამსახურის ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ან  სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ეროვნული სატყეო სააგენტო უფლებამოსილი იქნება სააგენტოს რეგიონული სამსახურების  ხელმძღვანელებს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა. შესაბამის ბრძანებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს  2020 წლის 1 იანვრამდე.


კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ლარის კურსზე გავლენას ახდენს.

 

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)  ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ელჩი ლატვიაში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდს შეხვდა.


შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი გაათავისუფლა 

შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე გაათავისუფლა. 

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო.

 

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – დავით ჩიხელიძე

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმლძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თეა წულუკიანი: ვისურვებდი, მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ, დანარჩენს ავიტანთ 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს. 

ქუვეითში საქართველოს ელჩმა ქუვეითის ემირს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა, ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

„გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს“ – პოლიტოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე აქციებზე გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის თავისი საქციელებით ცდილობს, გადაფაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულები და შექმნას გარკვეული იმიტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს. საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი დააკავეს

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. 

 
მამუკა მდინარაძე: დილიდან გაცვეთილი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს ვუყურებთ

„დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადებას.

სამოქალაქო აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს 

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს.

როგორ შევარჩიოთ მასალა სახურავისთვის

სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავი, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზუალსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.