ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.

ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ქალაქის მერის საქმიანობაში რეალურ პრობლემას ვერ პოულობენ და ისიც კი გაბედეს, "პროგრეს ბანკი" ეხსენებინათ, რომლის გაკოტრებისთვისაც მათი ხელისუფლება ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ჯგუფივით მუშაობდა.


"მინდოდა, რომ საქმეზე გველაპარაკა, მაგრამ ისე უტიფრად ეხებიან საკითხებს, ისეთ თემებზე გადავიდა ოპოზიცია, ამის გატარება არ შეიძლება. "პროგრეს ბანკს" საერთოდ როგორ ახსენებთ, როგორც კი პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის მხრიდან, ორივე ბანკში ყაჩაღებივით შევარდით გასაკოტრებლად და კიდევ აქეთ ბედავთ, „პროგრეს ბანკის“ ხსენებას?! ამ ბანკში ბიძინა ივანიშვილი პასიურ აქციონერად მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ ბანკი ხელოვნურად ვერ გაგეკოტრებინათ და მის მართვაში არავითარი მონაწილეობა არასდროს მიუღია. ახლა შეაცურა თქვენმა კოლეგამ თქვენივე არხზე სრულიად ჩვეულებრივი გადარიცხვის დოკუმენტი და იდუმალი სახით დაიწყეთ კომენტარების კეთება თითქოს რაღაც უცნაური მოხდა. თუ რამე საეჭვო იყო, თქვენი თანაგუნდელი გახლდათ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და ხმა არ ამოიღო? ან ხაზარაძემ ასეთი ბანკი იყიდა და 2 წელი დანაშაულს ჩადიოდა , დუმდა ვითომ საეჭვო ტრანზაქციაზე? სხვის საეჭვო გადარიცხვებზე არავინ დუმს, ეს თქვენც იცით. ისიც კარგად იცით, რომ ეს სისულელეა, მაგრამ სხვა საყვირალი არ გაქვთ და ყვირით, იქნებ ვინმე მაინც დააჯეროთ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.


ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მთელი კვირის განმავლობაში  კახა კალაძის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ზოგიერთი კოლეგა პირად შეურაცხყოფასაც არ ერიდება.


"ამიტომ ამ დარბაზში თუ იგივენაირ შეურაცხმყოფელ პასუხს იღებთ, გეკუთვნით და ნუ გიკვირთ. რეალური თემა როცა არ გაქვთ, ასეთ საკითხებს იგონებთ. თითქოს კახა კალაძის ოჯახის წევრის მხრიდან სახლის ყიდვა მის პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდება. საკუთარი გუნდის წევრებს მიხედეთ, უსახსროდ რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში და მულტიმილიონერებად გავიდნენ. კალაძეს პოლიტიკაში შემოსვლამდეც შეეძლო რამენაირად ბინის შეძენა და დასამალი ამ მხრივ ნამდვილად არაფერი აქვს",- განაცხადა ბექა დავითულიანმა.


მან დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და  სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.


"წინასაარჩევნო პროგრამაში ხომ ეწერა, რომ მეტრო უნდა იყოს მგზავრების მთავარი გადამყვანი, ავტობუსი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტის სახეობაა, მესამე მიკროავტობუსები და მერე ტაქსები. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვაკეთებთ აქცენტს, ინდივიდუალური ტრანსპორტის შესამცირებლად. რამე უცხოა ამაში? არჩევნებამდე ამას არ ვამბობდით და რამე სხვას ვაკეთებთ,  ხალხს ამას არ დავპირდით? ამ ყველაფერში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლის მასშტაბიც ძალიან დიდია, რეალურ მინუსს რომ ვერ ხედავთ, რაღაც სისულელეს ამოქექავთ და ტყუილად ყვირით",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.


სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)  ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ელჩი ლატვიაში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდს შეხვდა.


შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი გაათავისუფლა 

შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე გაათავისუფლა. 

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო.

 

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – დავით ჩიხელიძე

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმლძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თეა წულუკიანი: ვისურვებდი, მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ, დანარჩენს ავიტანთ 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს. 

ქუვეითში საქართველოს ელჩმა ქუვეითის ემირს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა, ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

„გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს“ – პოლიტოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე აქციებზე გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის თავისი საქციელებით ცდილობს, გადაფაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულები და შექმნას გარკვეული იმიტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს. საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი დააკავეს

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. 

 
მამუკა მდინარაძე: დილიდან გაცვეთილი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს ვუყურებთ

„დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადებას.

სამოქალაქო აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს 

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს.

როგორ შევარჩიოთ მასალა სახურავისთვის

სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავი, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზუალსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.

არჩილ თალაკვაძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსები ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე წინაურდებიან 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ორშაბათს გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს ვიცე-სპიკერების და კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებს.