ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

გადაწყვეტილება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად მიიღეს.


პროცესში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. ეკატერინე ტიკარაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტში დილიდან იმყოფებოდა. მინისტრმა პირველადი ინფორმაცია, შრომის ინსპექტორებისგან ადგილზე მოისმინა. შეხვედრას   იმერეთის გუბერნატორი და  "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


"ამ ეტაპისთვის მოვისმინეთ ანგარიში ჩვენი უწყებიდან, შრომის ინსპექცია მოკვლევას დილის ექვსი საათიდან აწარმოებდა.  მოძიება მიმდინარეობს სამი უწყების ჩართულობით, ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ეკონომიკის სამინისტროდანაც იმყოფება ჯგუფი. რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა იყო ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზი. ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი. ჩვენი თანამშრომელი რჩება ადგილზე და ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრთან ერთად ჭიათურაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეც იმყოფებოდა.


"შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N2 სანგრევის შეჩერების შესახებ. მოკვლევის და ინსპექტირების პროცედურები გრძელდება, დეტალურად მოხდება ობიექტის დათვალიერება და შესწავლა, რის საფუძველზეც გახდება ცნობილი რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი", - განაცხადა ბექა ფერაძემ.


ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვიზიტამდე ეკატერინე ტიკარაძე წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, იმყოფებოდა. მინისტრმა დაღუპული მაღაროელის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.


2019 წლის 17 ოქტომბერს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დარკვეთის მაღაროს მიწისქვეშა უბნის N 2 სანგრევზე მიმდინარეობდა გვირაბის გაყვანის სამუშაოები, კერძოდ აფეთქებული მასის (მარგანეცის) გამოტანითი სამუშაოები.  დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაცვლილი მაღაროელი მტვირთავ დანადგარსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა, რა დროსაც  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.


 


კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავლენას ახდენს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ლარის კურსზე გავლენას ახდენს.

 

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)  ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს.

გრიგოლ ლილუაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მოადგილეებთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების ორი წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა.

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წელი მიესაჯათ

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ელჩი ლატვიაში სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდს შეხვდა.


შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი გაათავისუფლა 

შსს-მ "ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე გაათავისუფლა. 

საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდი დაიწყო.

 

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – დავით ჩიხელიძე

“გიგიმ ყველაზე უკეთ იცის, რომ სწორედ მას დააბოქლომებენ” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმლძღვანელი დავით ჩიხელიძე.

თეა წულუკიანი: ვისურვებდი, მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ, დანარჩენს ავიტანთ 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს. 

ქუვეითში საქართველოს ელჩმა ქუვეითის ემირს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითში კონსტანტინე ჟღენტმა, ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

„გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს“ – პოლიტოლოგთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე აქციებზე გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის თავისი საქციელებით ცდილობს, გადაფაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულები და შექმნას გარკვეული იმიტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს

მიმდინარე გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტი ჯამში, 72,340 ღერი გამოავლინეს. საქონლის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 14,468 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს

„ჩვენ დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი, მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარულ ბიუროებთან განვითარებულ პროცესებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მუსიკის ფორუმი იმართება.

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი დააკავეს

"ევროპული საქართველოს" პრესცენტრის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე დააკავეს. 

 
მამუკა მდინარაძე: დილიდან გაცვეთილი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს ვუყურებთ

„დილიდან ვუყურებთ ვეტერანი, გაცვეთილი მეორადი კმარელების უნიჭო პერფორმანსებს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული ოლქებისთვის ბოქლომების დადებას.

სამოქალაქო აქტივისტებმა მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს 

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას პრესკონფერენცია ჩაშალეს.

როგორ შევარჩიოთ მასალა სახურავისთვის

სახლის სწორად გადახურვა მნიშვნელოვანია, რადგან სახურავი, შენობის დამცავი ფუნქციის გარდა, სახლის საერთო ვიზუალსაც ქმნის. ამიტომ პირველი, რის ხარისხშიც და იდეალურ მდგომარეობაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ - სახურავია.