ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. 

მამაკაცი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი იყო. მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.


მალევე გერმანულმა პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. მას ჯიბეში ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. თუმცა, ბოროტმოქმედის რეალური ვინაობის დადგენა დღემდე გერმანელი სამართალდამცველების თავსატეხად იქცა. ანდრეევიჩი ხმას არ იღებს, მხოლოდ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან დაამყარა კომუნიკაცია და მას მერე პირში წყალი ჩაიგუბა. რა თქმა უნდა, კრემლი ამ სკანდალურ მკვლელობასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, მაგრამ არც გერმანელ სამართალდამცველებს ეხმარება გამოძიებაში.


მომხდარიდან მალევე დასავლურ მედიაში და ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას. ცნობილია, რომ ხანგოშვილი წლების განმავლობაში ჩეჩნეთში სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, იდგა ასლან მასხადოვის გვერდით და საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მკვლელს, რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტი, ვინმე სოკოლოვის სახელზე, მკვლელობიდან ორი კვირით ადრე აუღია. ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ქილერმა ახლომდებარე მდინარეში თავისი ველოსიპედი, “Glock”-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი გადააგდო და წინასწარ გამზადებული მოპედით მიმალვა სცადა. უბრალოდ, ორმა თინეიჯერმა მისი საეჭვო მოქმედებები დაინახა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. რუსმა გაქცევა ვერ მოასწრო.  


„ბიბისი“-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ხანგოშვილის მეუღლე ამბობს, რომ ზელიმხანმა ცოტა ხნით ადრე ბერლინის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის მიმართ რეალური საფრთხის არსებობის იქ არ დაიჯერეს. არადა, უნდა აღინიშნოს, რომ ხანგოშვილზე ნადირობა დიდი ხანი მიდიოდა. მის ლიკვიდაციას ჯერ კიდევ 2006 და 2015 წლებში საქართველოშიც ცდილობდნენ. მაშინ, წარუმატებლად. მან პირველ შემთხვევაში ФСБ-ს სქემა ქართულ სპეცსამსახურებთან ერთად გაშიფრა, მეორე შემთხვევაში კი დაუდგენელმა პირმა მხოლოდ მისი დაჭრა შეძლო. „New York Times”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ყვება, რომ 2006 წელს, ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის ციხის ყოფილი პატიმრის გაშიფვრა და დროული „გადაჭერა“ მოახდინეს. 


ამის შემდეგ, ხანგოშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, რაღაც პერიოდი უკრაინას აფარებდა თავს,  მაგრამ მალევე გერმანიას - მისი აზრით, უფრო უსაფრთხო ქვეყანას მიაშურა.  


რა თქმა უნდა, შუაგულ ევროპაში მომხდარმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ევროპის ჩეჩნური დიასპორა მკვლელობის დამკვეთების გამოვლენას და დასჯას აქციებზეც კი ითხოვს. უცხოელი გამომძიებელი ჟურნალისტები აყალიბებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ  სოკოლოვის პასპორტი ყალბია. ამ მოსაზრებას ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოცემები “Bellingcat”, “Der Spiegel” და “Insider” სხვადასხვა ფაქტებით ამყარებენ. მათ მიერ რუსეთის სახელმწიფო ბაზების გადამოწმებით დადგინდა, რომ სოკოლოვის ვიზის განაცხადში მითითებულ მისამართზე - პეტერბურგში მსგავსი ვინაობის მქონე პირი საერთოდ არ ცხოვრობს. ასევე, გადაამოწმეს რუსეთის საპასპორტო სისტემა, სადაც მსგავსი მონაცემების მქონე პირი არ არის რეგისტრირებული. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ფანტომი „ვადიმ სოკოლოვი“ სწორედ ბერლინის კონკრეტული სპეცოპერაციისთვის შეიქმნა. 


მალევე, დასავლური მედიის ცნობით, გერმანელმა სამართალდამცველებმა ანონიმური წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ სოკოლოვი სინამდვილეში ყოფილი მილიციის მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში წესით 24 წლიან სასჯელს უნდა იხდიდეს. მილენიუმის დასაწყისში ის ერთ-ერთ რუსულ ბანდას არასასურველი ბიზნესმენის ლიკვიდაციაში დაეხმარა, რის გამოც ციხეში ჩასვეს.  წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პატიმარმა, ხანგოშვილის მოკვლის დავალება, ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ  მიიღო. 


ამას გარდა, ცოტა ხნის წინ „New York Times”-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია იმის შესახებ, რომ ევროპაში, ბოლო ათწლეულია, რუსული გასაიდუმლოებული დანაყოფი „29155“ მოქმედებს. ეს არის ჯგუფი, რომლის გამოაშკარავება ახლახან მოხდა და რომლის მთავარი მიზანი,  ყველა შესაძლო მეთოდით, დასავლეთთან ჰიბრიდული ომის გამართვაა. ამ ომის იარაღებს შორის არის როგორც პროპაგანდის წარმოება, ისევე ჰაკერული თავდასხმები და შეიარაღებული კონფრონტაციაც. ამ დანაყოფის ოფიცრები  ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან, ზოგი მათგანი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის ომების ვეტერანია. მათი ოპერაციები იმდენად დაშიფრულია, რომ ხშირად მათი არსებობა ГРУ-ს სხვა დანაყოფებმა არც იციან. პირველად კი მათი იდენტიფიცირება ევროპის სადაზვერვო საზოგადოებამ მონტენეგროს 2016 წლის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ შეძლო, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრის მკვლელობა და პარლამენტის შენობის აღება იგეგმებოდა. ამ დანაყოფის კვალს ამჟამად ხედავენ  სკრიპალის მოწამვლის საქმეშიც. 


არ არის  გამორიცხული, რომ ხანგოშვილის მკვლელობა საიდუმლო დანაყოფ „29155“-ის  ჩადენილიც იყოს. თუმცა, თუ ვინ არის სინამდვილეში მისი მკვლელი-ГРУ-ს ჩინიანი თანამშრომელი თუ „ფრილანსერი“, ეს ევროპელმა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ. ამავე დროს, ცხადია, რომ მხოლოდ წელიწადია გასული სერგეი სკრიპალის მოწამვლიდან და რუსეთის მტრად შერაცხული ადამიანის სასტიკი, დაუნდობელი განადგურების ფაქტს კვლავ აქვს ადგილი. და არც სკრიპალი იყო პირველი, რადგან არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს ანა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, ბორის ნემცოვის და სხვათა ტრაგიკული, ბურუსით მოცული ისტორიები. ხოლო ის, რაც დღემდე გრძელდება, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ფაქტების მომსწრე მომავალშიც გავხდებით. 1 წლის უკან სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე დასავლეთმა პასუხისმგებლობა მოსკოვს უკვე მორიდების გარეშე დააკისრა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ, დაუსწრებლად, ГРУ-ს ორ თანამშრომელს ბრალიც წაუყენა. კრემლი „ცრუ ბრალდებებით“  აღშფოთებულია და მას მერე, სასტიკი სანქციების გამო ოხრავს. თუმცა, მეორეს მხრივ, მათი სპეცსამსახურები  იმავე ბოროტი სტრატეგით მოქმედებას აგრძელებენ-მათთვის  სულერთია, რომელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მსხვერპლი; სულერთია, რომ ირღვევა ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომ ხდება  სიცოცხლის ხელყოფა; 


ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ახლახან გაისმა ძალიან ამბიციური და ხმამაღალი განცხადება-საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ შეკრებაზე, „ამინდის შემქმნელმა“ და გავლენიანმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გენერალური იდეა იმ ფაქტის გაფორმება უნდა გახდეს, რომ რუსეთი არის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი მიმწოდებელი მთელი სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის. ეს აბსურდული განცხადება თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ იმ დიდ სტრატეგიულ საფარველად და მთავარ ნარატივად, რომელიც დღეს კრემლს გააჩნია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რუსეთის იმპერიის ამბიცია ნაკლები არც არასოდეს ყოფილა - რუსეთს ყოველთვის სწადდა თავისი თავი მსოფლიოს გადამრჩენლად და მფარველად წარმოეჩინა. მაგრამ, რეალობა სულ სხვაა - და ამას მსოფლიო სულ უფრო თვალნათლივ ხედავს. აბა, რომელი სულელი დაიჯერებს, რომ  „პოლონიუმების“, „ნოვიჩოკების“ და „გლოკების“ გამოყენებით შეიძლება სამყარო დაიცვა. 


                                               


დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო იწყებს

სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის სარჩელის განხილვა, ერთი წლის შემდეგ, შეცვლილი მოსამართლის მიერ მოხდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, არსებობს კითხვა, რატომ დაეწერა მისი საქმე კონკრეტულად გენადი მაკარიძეს, რომელიც სულ ორი თვის წინ დაწინაურდა.

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს 100 000 დოლარით დააფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს ჯვრის მონასტრის პროექტს 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს.

"გამოდი გარეთ და გავარკვიოთ", "დავბრიდავ მაგას" - პლენარული სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მაია ზავრაშვილმა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა.


ირაკლი კობახიძე: „ნაციონალები“ არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას

ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზესტაფონში სატვირთო ავტომობილი გზის სავალი გზიდან გადავარდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შროშის გაზე ტრაილერი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

აკაკი ბობოხიძე: არასდროს უთქვამს "ევროპულ საქართველოს", რომ, რასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, ცუდია

"არასდროს უთქვამს "ევროპულ საქართველოს", რომ, რასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, არის ცუდი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მესტიაში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში 27 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

 
დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალურ მოძრაობას": რა ჯიშის ხართ, რა რწმენის ხართ, რომ გინდათ სულში ჩააფურთხოთ საქართველოს?

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები ცდილობენ, სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს.

 
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი ერთმანეთს უცენზურო სიტყვებითაც მიმართავენ.

ეკა ბესელია: "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ საშუალებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გადაიფიქროს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიცია უმრავლესობას არ მისცემს საშუალებას გადაიფიქროს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა.

რომან გოცირიძე: საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ

პარლამენტის წვერი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ოპოზიცია ერთსულოვნად დაუჭერს მხარს. 

ერგნეთში რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ოპონენტებს ქვეყანა არ უყვართ, არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე არ უხარიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, პლენარულ სხდომაზე წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და ოპოზიცია გააკრიტიკა.

სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში "მწვანე კუთხე" მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და   განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის იმ საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელსაც ცენტრის მიერ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში  "რჩეული სკოლის" ტიტული მიენიჭა.

ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ - Volvo Art Night

“ვოლვო ქარს თეგეტამ” მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო.

ცაჰალმა ისლამური ჯიჰადის ლიდერი გაანეიტრალა, საპასუხოდ ათეულობით რაკეტა მიიღო

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცაჰალი) სამშაბათს, 12 ნოემბერს, გამთენიისას განხორციელებული შეტევის შედეგად ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ჩრდილოეთ ფრთის ლიდერი ბაჰაა აბუ ალ-ატა გაანეიტრალა. ამის შემდეგ ისრაელს ათობით რაკეტა დაუშინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ" ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 12 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წავკისის სატუმბო სადგურს, კომანია თელასის გეგმური ტექნიკური სამუშაობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეეზღუდება.

ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა.

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 15 ადამიანი, ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.