ეკატერინა ხვედელიძე: უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მშობლებს, ახალგაზრდებს მიცემს შესაძლებლობას შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს

„უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მშობლებს, ახალგაზრდებს მიცემს შესაძლებლობას შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს“, - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მიცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას“, აცხადებს ეკატერინა ხვედელიძე. 


მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი. „როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“,- ამბობს ეკატერინა ხვედელიძე.


მისი თქმით, ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.


„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში უკვე ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.


მისი თქმით, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.


„იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა. დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება, თუნდაც ხელოვნული ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მიცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო გახდება და ეს იქნება მნიშვნელოვნად, სწავლების ახალი ფორმა საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლეა“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.


ამასთან მისი თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიმზიდველია ტერიტორიული თვალსაზრისითაც.


„სადღაც საათნახევარში, ერთ საათში ზღვასთან შეგიძლია იყო. ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.


არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება

“2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს არის ასახული კონსტიტუციაში. ოპოზიციას ვთავაზობ, რომ საკითხების განხილვა მოხდეს საპარლამენტო დებატების ფორმატში, ასევე, ვთავაზობ, რომ გავაგრძელოთ საარჩევნო კანონმდებლობაზე დაწყებული მუშაობა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გია ვოლსკი: რაც ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ყველას მოვუწოდებთ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ნინო ლომჯარია: კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად მსჯელობის განახლებას მხარს ვუჭერ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კომპრომისული საარჩევნო სისტემის მისაღებად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. 

არჩილ თალაკვაძე: მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას იმ ჟაჭვს და ბოქლომს უბრუნებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების მიზნით, შესასვლელ კარებებს გაუკეთეს. 

ირმა ინაშვილი: აქციები და პროტესტი გაგრძელდება

დეპუტატმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია გაავრცელა. ინაშვილის აზრით, სააკაშვილსა და ბოკერიასთან გაერთიანდება ბოროტებასთან შეკვრის ტოლფასია.

შსს აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას არასრულწლოვნების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

კახა კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

პარლამენტთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას, სულ, სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის როგორი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს მოქალაქეთა მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის სამუშაო პირობების აღდგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო

პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ რაც სპეცრაზზმა შნობის შესასვლელებთან გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია აქტივისტების დაკავებას განაგრძობს.

სოზარ სუბარი: როდესაც პარლამენტის ბლოკირება ხდება, ხელისუფლება მოვალეა იმოქმედოს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ხდება პარლამენტის წევრებზე თავდასხმები, შენობაზე კი ბოქლომების დადება სახელმწიფო ვალდებულია იმოქმედოს.

გიგი უგულავა აქციის დაშლაზე: გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ.

პარლამენტთან აქციის დაშლის პარალელურად 18 მოქალაქეა დაკავებული

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ ჯამში 18 აქტივისტი დააკავა.

დავით ბაქრაძე: პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმას გამოიწვევს.

ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა

18 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.13 თეთრი შეადგინა.

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. 

წითელმა ჯვარმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. აღნიშნულთან დაკავშირებით წჯსკ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმი აკონტროლებს

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან განლაგებულები. მათ ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.