ზონის ცვლილების შედეგად თქვენს მიწის ნაკვეთზე მშენებლობა აიკრძალა? – ნახეთ საუკეთესო გამოსავალი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 15 მარტს N39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

ხსენებულმა დოკუმენტმა ახლებურად განსაზღვრა თბილისის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრები. შედეგად, ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებით შეიცვალა თბილისის რიგი ტერიტორიების ფუნქციური ზონები, მაგალითად ტერიტორია, რომელიც 2019 წლის 15 მარტამდე წარმოადგენდა საცხოვრებელ ზონა 1-ს, შეცვლილ იქნა სატყეო ზონით, საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2-ში მოქცეული ტერიტორია, შეცვლილ იქნა სატრანსპორტო ზონა 2-ით და ა. შ.


მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს განმარტებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება, ფუნქციური ზონების ცვლილებამ რიგ შემთხვევებში გამოიწვია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისთვის ზიანის მიყენება, უფრო კონკრეტულად კი, სამშენებლო პირობების გაუარესება. მაგალითად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელსაც გამიზნული ჰქონდა რესტორნის განთავსება საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე, მის სატრანსპორტო ზონა 2-ად შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის მშენებლობის შესაძლებლობა ერთმევა. ვინაიდან, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში დასაშვებია მრავალფუნქციური შენობის, კინოთეატრის, ბიბლიოთეკის, მუზეუმის, რესტორნისა და სხვა ობიექტების მშენებლობა, ხოლო სატრანსპორტო ზონა 2-ში დასაშვებია ავტოგასამართი სადგურის, ავტოსადგომის, ავტოგასამართი კომპლექსისა და მსგავსი სხვა ობიექტების მშენებლობა.


Nexia Legal-ის პრაქტიკაში ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მიწის ნაკვეთი მისი ფუნქციური ზონის ცვლილების შედეგად პრაქტიკულად გამოუსადეგარიც კი გამხდარა. მაგალითად საცხოვრებელი ზონა 1-ის ცვლილება სატყეო ზონით, მიწის ნაკვეთს მესაკუთრისთვის პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის, ვინაიდან საცხოვრებელი ზონა 1 ძირითადად გამიზნულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების (იგივე „კერძო“ სახლების) მშენებლობისთვის, ხოლო სატყეო ზონაში კი პრაქტიკულად დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.


ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელსაც გაუუარესდა სამშენებლო პირობები, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავისივე სამართლებრივ აქტში აღიარა, რომ ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია და იმ პირებს, რომელთა საკუთრების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა ამგვარი ღონისძიებების გატარების შედეგად, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. გარდა ამისა, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ იქნა რიგი არასავალდებულო რეკომენდაციებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის გზით, ზიანის ანაზღაურების პროცედურებს ითვალისწინებს.


პრაქტიკულად, ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია ორი ფორმით: 1. მიწის ნაკვეთის მონაცვლეობით 2. ფულადი კომპენსაციის გაცემით. ორივე შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ზიანის ოდენობის განსაზღვრა, კერძოდ უნდა დადგინდეს თუ რა ოდენობით შემცირდა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ფუნქციური ზონის შეცვლის შედეგად. თავის მხრივ, აღნიშნული ზიანის ოდენობა უნდა შეფასდეს ექსპერტის ან აუდიტორის მიერ.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციები დეტალურად ითვალისწინებს, თუ როგორ არის შესაძლებელი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ან ფულადი კომპენსაციის მიღება. თუმცა ეს უკანასკნელი არ ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ამ გზით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.


თავის მხრივ, Nexia Legal-ის კლიენტები უპირატესობას ანიჭებენ ამ უკანასკნელ გამოსავალს, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით ყველა შემთხვევაში აღსასრულებლად სავალდებულოა და მას თავისი აღსრულების ვადებიც გააჩნია. რაც შეეხება, ზიანის ანაზღაურებას თავად მუნიციპალიტეტისადმი მიმართვით, აღნიშნული შესაძლოა დროში გაჭიანურდეს ან/და სულაც ვერ იქნეს კონსესუსი მიღწეული ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან/ფორმასთან დაკავშირებით.


 


ავტორი: თამაზ თოდრაძე


Nexia Legal-ის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი


ტელ: +995597705522


Tamaz.Todradze@nexia.ge


ქართული ღვინო პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე წარადგინეს

პოლონეთში, საშობაო ბაზრობებზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა კამპანიის - „შეიცანი საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს.

2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც კიდევ სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველის ოფისი ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა კომიტეტის არგუმენტების წინაშე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი არგუმენტები სწორია. 

ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ნინო ბურჯანაძე: 13 დეკემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, 13 დეკემბერს, პარასკევს გათავისუფლდება.

სახალხო დამცველმა გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე ანგარიში წარადგინა.

ჩუღურეთის რაიონში “ISUZU”-ს ფირმის ახალი ავტობუსები ივლიან

ჩუღურეთში „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები “ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდა.

10 დეკემბერი მეგზევეების პროფესიული დღეა

10 დეკემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

,,ექიმები საზღვრების გარეშე" - ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

,,ექიმები საზღვრების გარეშე", "სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "მაქვს გადაადგილების თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა.

ქუთაისში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაქურდეს.

გზების დეპარტამენტის მიერ 1 მილიარდ 217 მილიონი ლარის სამუშაოებია ანაზღაურებული

მგეზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. 

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება.

ლევან დავითაშვილი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

თბილისში, 8 მარშრუტზე,  დღეიდან „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები  იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, 8 მარშრუტზე,  „ბოგდანის“ ფირმის  ე.წ. ყვითელ ავტობუსებს „ISUZU“-ს მარკის  ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავენ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, დაკავების საკითხს განიხილავენ. 

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს

"მერსედესის" ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი დავით ძოწენიძე მიმართვას ავრცელებს.

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობა იწვის

ბაქოში სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. 

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა.

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.