12 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 12 ნოემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს  დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი: გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00სთ-დან 17:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების  IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების  III მიკრორაიონის IV კვარტლის,  გურამიშვილის გამზირის,  თიანეთის, სამუელ ბუაჩიძის, ურეკის,  საჩხერის,  ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ცოდნისკარის, ქეთევან მაღალაშვილის, შატილის და   გუდამაყრის ქუჩების  მაცხოვრებლებს.


11:00სთ-დან 16:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: სამღერეთის,  წრომის,  კისისხევის,  ქებურიას,  რევაზ ურიდიას,  რევაზ ინანიშვილის,  ძმობის,  გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, უიარაღოს და წაღვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.


11:00სთ-დან 14:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, ტყიბულის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, ხვანჭკარის, საჩხერის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი: 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუხუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ყაზბეგის  გამზირის, საირმის გორის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


11:00სთ-დან 13:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, გაგარინის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გაბრიელ ისაკაძის, სახოკიას, არდაზიანის, შარტავას,  ოჩამჩირის, სოკრატ არშბას,  ზემო ვეძისის და  მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00სთ-დან 12:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.


14:00სთ-დან 16:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბროლოსანის და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.


ვაკის რაიონი: 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.


11:00სთ-დან 13:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის,  ტარას შევჩენკოს სკვერის, კეკელიძის, ფალიაშვილის და თაყაიშვილის მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი: 10:00სთ-დან 13:00სთ-მდე დროის მონაკვეთში 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVა, IVბ მიკრორაიონების და გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.


11:00სთ-დან 15:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


12:00სთ-დან 16:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ვასაძის, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


მთაწმინდის რაიონი: 13:00სთ-დან 16:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.


17:00სთ-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ძმები კაკაბაძეების, კერესელიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი:10:00სთ-დან 17:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი: 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქვემო ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი:11:00სთ-დან 18:00სთ-მდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, საინგილოს, შორაპნის,  კახეთის ხევის, ბარათაშვილის, ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების  მაცხოვრებლებს.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ახალი კანდიდატები ვეღარ უნდა შეარჩიოს" - ეკა ბესელია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

კრემლს რუსებზე მეტად აფრიკელები უყვარს?

რა ღირს გზა მადაგასკარიდან ცხინვალამდე და უკან?

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაცატუში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რა დროსაც ერთმანთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ახალგაზრდა მკაცი მძიმედ დაშავდა.

ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა - ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა 

2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი.

კრწანისის ტყე-პარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეჟისორ გოგა ხაინდრავას და "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მედიააკადემიაში პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის ბრიტანელი ექსპერტის მასტერკლასი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის საქართველოში ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, ფრენკ უილიამსი ჩამოიყვანა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი  ჩაატარა.

შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღვინის ექსპერტი: გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ქართული ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია გაიმართა, რომლისთვისაც საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 20-მდე ღვინო სპეციალურად შეირჩა.

გიორგი გახარია: უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს "ტვიტერში" გამოეხმაურა.

 

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო კონფერენციის -"საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა" დახურვას დაესწრო.

სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერთ-ერთი მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 181870.57 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (1205.86 გრამი) ნაკეთობები  გამოავლინეს. 

EXCLUSIVE 20 აქსისში - განსაკუთრებული შეთავაზება საახალწლოდ დეველოპერული კომპანია „აქსისისგან“

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ საახალწლო, განსაკუთრებული შეთავაზება: მხოლოდ 20 ბინა და 20 კომერციული ფართი უპრეცედენტო - 20-პროცენტიანი ფასდაკლებით.

კვადროციკლების იმპორტირებისას საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 3 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.  

 

შსს-მ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა.