სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე მიერ კასპის სოფელ კოდისწყაროს ორი მოსახლის დაკავების საკითხსაც დააყენებს.
"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ჩორჩანასთან განვითარებული პროცესები იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც გავაჟღერებთ და უკანონო დაკავებების თემას აუცილებლად წამოვჭრი შეხვედრაზე",- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
საოკუპაციო ძალებმა გუშინ კასპის სოფელ კოდისწყაროდან საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.