დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალურ მოძრაობას": რა ჯიშის ხართ, რა რწმენის ხართ, რომ გინდათ სულში ჩააფურთხოთ საქართველოს?

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები ცდილობენ, სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს.

 

მისი თქმით, ეს არის სრულიად გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.


"ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, ვიყო თავშეკავებული განცხადებებსა და გამოსვლებში, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ბოლოდროინდელი განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს არის სრულიად გამიზნული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა", თავის განაყოფებთან ერთად, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ალბათ, ხედავთ, რომ ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირის - მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. ისინი ცდილობენ, სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. მათ სურთ, შენებაც კი ნგრევად გამოაცხადონ. მაგრამ ხედავთ, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი, საკუთარ ლიდერთან ერთად, რომელიც ბოლოს გამოგვეცხადა, როგორც ეკლესიის პატივისმცემელი და მოძღვარი, თითქოს მას აღსარება უნდა ჩავაბაროთ, ჯვარი დაგვანახა და სწორედ ჯვარს დაუწყო ბრძოლა, მართალია, მათი ეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის კულმინაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოების ინტერესებთან ბრძოლის გზაზე", - აცხადებს პარლამენტარი.


დიმიტრი ხუნდაძემ 16 წლის წინანდელი ამბებიც გაიხსენა.


"ეკლესიასთან ბრძოლა მათ დღეს არ დაუწყიათ. 16 წელია, ისინი ებრძვიან ამ ფუნდამენტურ საყრდენს საზოგადოებისა და ქვეყნისა. გახსოვთ, ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა, თავისუფლების ინსტიტუტისა და ბოკერიას ყოველდღიური დისკრედიტაცია ეკლესიის, როგორც ჩვენი მსოფლმხედველობის, კულტურისა და იდენტობის საძირკველზე. ახალაიების პირადი მოძღვრის, კარის მოძღვრის, პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება, და შემდეგ, გამოხმაურებული მათი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც ღირსეულ კაცად აღიარებს მას. გაბუნიას ბილწსიტყვაობას, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, მაგრამ საზოგადოება არასდროს არ მიეჩვევა. გახსოვთ, ალბათ, ღვთისმშობელზე ფეხით შედგომა და საზოგადოების რწმენაში, სულში ჩაფურთხება. რამდენიმე დღის წინ, ამ მართლაც ჯოისტიკმა, შეურაცხყოფა მიაყენა, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას და ფონი შეუქმნა, კიდევ ერთხელ, მათ წარმომადგენელს, ყოფილ მეუფეს, პეტრეს, რომელიც კიდევ ერთხელ ილაშქრებს პატრიარქზე და მას პედერასტად აცხადებს. გრცხვენოდეთ! პატრიარქზე, რომელიც არის უხუცესი საჭეთმპყრობელი და ჩვენი სულიერი წინამძღოლი, პატრიარქს, რომელსაც პატივს სცემს ყველა ჯიშის, ყველა ჯილაგის, ყველა რწმენის წარმომადგენელი, გრიგორიანელები, კათოლიკები, პატივს სცემენ მუსლიმანები, პატივს სცემს ყველა რწმენის წარმომადგენელი, რა ჯიშის ხართ, რა ჯილაგის ხართ, რა რწმენის ხართ, რომ გინდათ, ყველაფერზე გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ. თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არც ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას. კმარა, გეყოფათ",- მიმართა ხუნდაძემ ოპოზიციას.


პარლამენტარმა საკუთარი გუნდის წევრებსაც სთხოვა, მეტად პრინციპულები იყვნენ ოპოზიციის მიმართ.


"და თქვენ, საზოგადოებას და ჩემი გუნდის წევრებსაც, გთხოვთ, რომ რეალურად შეაფასოთ სიტუაციას. არ არის საცდელი ობიექტი ეს ქვეყანა. გთხოვთ, უფრო მეტად პრინციპულები იყავით და ის შეცდომა, რაც დაუშვით მათთან კოჰაბიტაციის, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული", - განაცხადა ხუნდაძემ.


ექსპერტი: ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია

ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მოსახლეობას სამოქალაქო ავიაციის დღეს ულოცავს და ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი განვითარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.