აკაკი ზოიძე: ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა  

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პარლამენტარმა განაცხადა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერად მოედინება დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან.


„მთელი საზოგადოება ხედავს, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერი ხდება დეზინფორმაციის ნაკადი, არა ჩვენი, როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან და სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვიათ, ეს უფრო აქტუალური ხდება, რაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა პროცესები მიდის, რა გამოწვევები გვაქვს და რა კეთდება, რომ გამოწვევები დავძლიოთ“. - განაცხადა ზოიძემ.


დეპუტატი ოკუპაციის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.


„ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს ორივე გამოწვევა არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, ოკუპაცია ხელს გვიშლის და აუარესებს საინვესტიციო გარემოს, ჩვენ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“.


აკაკი ზოიძემ თავის გამოსვლაში ქუთაისის უნივერსიტეტზე, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სამივე პროექტი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.


„სწორედ ამ ორ უმთავრეს გამოწვევას ემსახურება ის სამი მეგა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, ეს არის ქუთაისის უნივერსიტეტი, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტი. სამივე ეს პროექტი არის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ამ პრობლემებს დაასრულებს. ქუთაისის პროექტი არის ახალი საგანმანათლებლო კერის შექმნა, ახალ დონეზე ქვეყნის გადაყვანა, განათლების გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია და განათლების, ინოვაციისა და მეცნიერების კერა შეიქმნება 2020 წლიდან, როცა პირველ სტუდენტებს მიიღებს. 


წყალტუბოსა და აბასთუმნის პროექტებზე რეები აღარ მოვისმინეთ... და ე  იმ პირობებში, როდესაც რეიტინგი გვიუმჯობესდება, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა საინვესტიციო რეიტინგამდე. გვიუმჯობესდება საინვესტიციო გარემო. ინვესტორებს კი ეშინიათ ეშინიათ ამ ქვეყანაში ფულის შემოტანა და ვიღაცამ ეროვნული კაპიტალით უნდა აიღოს თავის თავზე ის რისკები, რისიც ეშინია უცხოელ ინვესტორს. აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტები მოუტანს იმერეთის რეგიონ,ს და არა მხოლოდ იმერეთს, კეთილდღეობას. თითოეულ ოჯახში უნდა შევიდეს დოვლათი, შეიქმნას ის 30000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს პროექტები ითამაშებს ისეთ როლს, რომ სხვა ბიზნესები, სხვა ქვეყნის ინვესტორები ჩაერთონ ამ პროცესში და მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტების განხორცილებაში.


ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს აწუხებთ, ეს რეალური პერსპექტივაა, რომელიც დაინახეს, ამიტომაც მიდის ამდენი სიძულვილისა და ბოღმის დანთხევა ამ პროექტებზე და ცდილობენ, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“. - განაცხადა ზოიძემ.


არჩილ თალაკვაძე: პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი ქვეყნის უნიკალურ საინვესტიციო პოტენციალს ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომს გახდის

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

სოზარ სუბარი გიგა ბოკერიაზე: ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია

„ვინმეს რომ პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და გიგა ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი: ვისურვებდი, საარჩევნო სისტემის საკითხზე, დაპირისპირების ნაცვლად, გამოსავალი მოინახოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ დააკონკრეტა რომელ საარჩევნო სისტემას უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ

"სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ თავისუფლად და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად",-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ  მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა.

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „ დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

„შეცდომა მოუვიდა „მთავარს“, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს“ - ვინ არის ბელა ტლაშაძე და რას ჰყვება მისი სიძე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“?

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებაზე: პოლიტიკურ დევნაზე ვერ ვისაუბრებთ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ 8 კოოპერატივს ჩაის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარები გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "ქართულ ჩაი" მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ.

არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავისი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი 1 წლიანი საქმიანობის განმავლობაში აჩვენა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები აქვს.

"ბილტმორთან" საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანეს

"ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს, სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აქციებს აანონსებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. 

"დატოვოს საკრებულო ერეკლე კუხიანიძემ"- თბილისის საკრებულოსთან დღეს აქცია გაიმართება

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს თბილისის საკრებულოსთან აქციას გამართავენ. 

პარლამენტი მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრის საკითხს განიხილავს 

პარლამენტი დღეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს განიხილავს.

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო.

შმიტი: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა გააცნობიერა, რომ არც ისეთი ძლევამოსილი ჯარი ჰყავს

"ყველაზე ცხადი და პირდაპირი საფრთხე ისაა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, რომელიც ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას აგრძელებს", - ამის შესახებ ამერიკის "წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარმა გარი შმიტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

ონისე ბუღაძე საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანია

ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - "ფალავნობა 2019" გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა.

მე-100 საჯარო სკოლასა და "მწვანე სკოლაში" ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან სწავლა გააგრძელა.